იტალიელი ვირუსოლოგი: ,,კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა, შესუსტდა”

იტალიელი ვირუსოლოგი: ,,კოვიდ-19-მა მუტაცია განიცადა, შესუსტდა"კორონავირუსი მუტირებს და სუსტდება, ეს კი ვირუსოლოგებს აძლევს საშუალებას ივარაუდონ, რომ ვირუსის ხელახალი აფეთქება, ე.წ. ,,მეორე ტალღა” არ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, RAI-მ გაავრცელა, რომელსაც მილანის სან რაფაელის ჰოსპიტალის ხელმძღვანელი ალბერტო ცანგრილო და ვირუსოლოგი, მილანის უნივერსიტეტის Vita-Salute San Raffaele პრორექტორი, მასიმო კლემენტი ესაუბრნენ.

კლემენტის თქმით, მისი ლაბორატორიის თანამშრომლები დაინტერესდნენ, რატომ შემცირდა მძიმე შემთხვევების რაოდენობა და გაიზარდა ისეთი პაციენტების რიცხვი, რომელთა მკურნალობაც სახლის პირობებშია შესაძლებელი.

– ვირუსისაგან გამოწვეული დატვირთვა ორგანიზმზე ეპიდემიის საწყის ფაზასთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, – აცხადებს კლემენტი.
ლონდონელი მეცნიერებიც ანალოგიურ დასკვნამდე მივიდნენ. ვირუსი სხვადასხვა სახის მუტაციებს განიცდის, რაც მის დასუსტებას იწვევს.

ფორტუნა.ჯი