ინგა ბერიკაშვილი: ,,კაცები კი არა, ღვთის სასჯელები არიან!”

ინგა ბერიკაშვილი: ,,კაცები კი არა, ღვთის სასჯელები არიან!"უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი თბილისში მომხდარ დანაშაულს სოციალური ქსელით ეხმაურება.

,,კაცმა ქალს ბენზინი გადაასხა და დაწვა! სხეულის 37% გოგოს დამწვარი აქვს და კრიტიკულად მძიმედაა. მარტო იმიტომ, რომ ავადმყოფ ნაბიჭვარს თურმე უყვარდა და ეს სიყვარულია?!
როცა გიყვარს ადამიანი, მის კეთილდღეობაზე არ უნდა ზრუნავდე?
როცა გიყვარს, მისი ბედნიერება შენ გარეშეც არ უნდა გინდოდეს?
კაცები კი არა, ღვთის სასჯელები არიან მასობრივად, რა!
ქალი თუ კაცს ტოვებს, ეს კაცის ბრალია!
ასეთებს დიდი გული მარტო ქალებთან აქვთ! ჩმორები!”.