თბილისში მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და დაწვა – ქალის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და დაწვა - ქალის მდგომარეობა მძიმეათბილისში, დიდუბეში 24 წლის მამაკაცმა ყოფილ შეყვარებულს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი ქალს შერიგებას აიძულებდა

„გამოძიებით დადგინდა, რომ შ.გ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, 1996 წელს დაბადებულ ს.შ.-ს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ს.შ. მიღებული სხეულის დამწვრობით კლინიკაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ბენზინის ბოთლი ამოიღეს. დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს“,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

24 წლის ქალი დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. მას სხეულის 40 პროცენტამდე დამწვრობა აქვს. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.