დააკავეს თუ არა გია სურამელაშვილი – “აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები, ვის აქვს უფლება, სადმე გადამიყვანოს”

დააკავეს თუ არა გია სურამელაშვილი - "აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები, ვის აქვს უფლება, სადმე გადამიყვანოს"მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გია სურალემაშვილის დაკავების შესახებ.

როგორც ირკვევა, გუშინ, 22 ივნისს, რესტორან მეგრულში პროდიუსერ ჯიმი მაქაცარიას დაბადების დღე აღნიშნეს.

წვეულებას შოუბიზნესის წარმომადგენლები ეკა კვალიაშვილი, გია სურამელაშვილი, გიორგი მასხულია, ზალიკო ბერგერი, სოსო კავკავაშვილი, ნატა გულიაშვილი და სხვები ესწრებოდნენ.

წვეულების დასრულების შემდეგ მომღერალ გია სურამელაშვილს და კიდევ ერთ პირს პატრულთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის გამოც ისინი დააკავეს.

თავად გია სურამელაშვილმა არ დაადასტურა, რომ გუშინ რესტორან “მეგრულში” მომხდარი დაპირისპირების გამო დააპატიმრეს. მომღერალი “კურიერთან” პირველ კომენტარში ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“რა გჭირთ, რა არის, მთელი ქვეყანა მირეკავს, არ ვარ დაკავებული, არც ვყოფილვარ, აივნიდან ვიყურებოდი, როგორ დააკავეს ჩემი თანამშრომლები. ვინ გადამიყვანა, ვის აქვს უფლება. ზემოდან ვიყურებოდი 5-7 თუ 20 პატრული დაესია მძღოლებს და წაიყვანეს ხალხი,” – აცხადებს გია სურამელაშვილი “კურიერთან”.