ბავშვი ტუალეტში გააჩინა, პარკში გაახვია და გადააგდო – ,,ჩემი ცოლი ორსულად თუ იყო, არ ვიცოდი”

ბავშვი ტუალეტში გააჩინა, პარკში გაახვია და გადააგდო - ,,ჩემი ცოლი ორსულად თუ იყო, არ ვიცოდი"კახეთის ერთ-ერთ სოფელში დედამ ახალშობილი ქუჩაში დატოვა. იგი პოლიციამ იპოვა და საავადმყოფოში მიიყვანა. ქალის ქმარი, იოსებ ქუფარაშვილი ამბობს, რომ ცოლის ფეხმძიმობის შესახებ არაფერი იცოდა.

-არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო. ამას თურმე ბავშვი დაუბადებია, პარკში გადაუხვევია და მინდორში დაუდია. ვიცოდი, რომ სიმსივნე ჰქონდა _ ავთვისებიანი.

მე მიმალავდა, არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. აქ ვიყავი ყავას ვსვამდი, საპირფარეშოში იყო საათნახევარი. რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა, – ამბობს იოსებ ქუფარაშვილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიტოვებას გულისხმობს.

პრაიმტაიმი