ქალი, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ავარიაში დაეღუპნენ, დღეს გარდაიცვალა

ქალი, რომელსაც ქმარი და სამი შვილი ავარიაში დაეღუპნენ, დღეს გარდაიცვალამხატვარ ბაქარ ბანძელაძის მეუღლის ხუთთვიანი ბრძოლა დასრულდა. 30 წლის ქალი დღეს გარდაიცვალა.

ის ხუთი თვის განმავლობაში მართვითი სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული.

ბანძელაძეების ოჯახში ტრაგედია 25 იანვარს დატრიალდა. ქვიშხეთთან ოჯახი ავარიაში მოყვა. 33 წლის ბა­ქარ ბან­ძე­ლა­ძე და მისი სამი შვი­ლი, ორი ბიჭი და ერთი გო­გო­ნა იქვე დაიღუპნენ. ბაქარის მეუღლე კი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბაქარი ისრაელიდან ახალი ჩამოსული იყო. იმ დღეს ოჯახი ბაკურიანიდან ბრუნდებოდნენ.