ბადრიჯანი იტალიურად – ეს კერძი მასაც მოეწონება, ვისაც ბადრიჯანი არ უყვარს

ბადრიჯანი იტალიურად - ეს კერძი მასაც მოეწონება, ვისაც ბადრიჯანი არ უყვარსბადრიჯანი იტალიურად
ინგრედიენტები

ბადრიჯანი _ 3 ცალი

მზესუმზირის ზეთი _ 2 ს.კ.

ჩილის სოუსი _ 4 ს.კ.

ლიმონის წვენი _ 2 ს.კ.

ნიორი _ 2 კბილი.

ქინძი _ 1 კონა

მომზადება

წვრილად დაჭრილი ბადრიჯანი დამარილებულ წყალში 20 წუთის განმავლობაში მოათავსეთ, რომ სიმწარე გამოვიდეს. გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცებზე.

შეწვით ზეთში. ცალკე თასში აურიეთ მზესუმზირის ზეთი, ლიმონის წვენი და ჩილის სოუსი. თუ ბოლო ინგრედიენტი არ გაქვთ, დაამატეთ ტომატის პასტა, რომელსაც შეურევთ ცოტა ძმარს, დარიჩინს და დაფქულ შავ პილპილს.

ნარევი დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ არ ადუღოთ და დაამატეთ დაფქული ნიორი. ბადრიჯანი გადაიტანეთ ნარევში და გააჩერეთ 2 წუთი.

გადაიტანეთ კერძი თეფშზე. მოაყარეთ დაჭრილი ქინძი.
ეს ბოსტნეულის კერძი მოეწონება მათაც კი, ვისაც ბადრიჯანი არ უყვარს.

ოპსუგარ.ჯი