ანუკი არეშიძე: ,,შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები” – დიზაინერმა ყოფილ მეგობარზე ლაპარაკს ტაბუ დაადო

ანუკი არეშიძე: ,,შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები" - დიზაინერმა ყოფილ მეგობარზე ლაპარაკს ტაბუ დაადოისევ არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, თუ რა მოხდა ორ განუყრელ მეგობარს შორის, თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლის, დიზაინერ ანუკი არეშიძესა და დიზაინერ ნინი ზარქუას შორის. ახლახან მარი ნაკანმა ანუკი არეშიძეს ,,ინსტაგრამზე”  დაუსვა კითხვა, თუ როდის შეურიგდებოდა ზარქუას. დიზაინერმა მას ასე უპასუხა:

„ეს ცოტა ისეთი თემაა, რომელიც 2018 წლის 2 დეკემბერს საბოლოოდ დაილუქა“.
თავის დროზე დიდი განხილვის თემა გახდა ანუკი არეშიძის პოსტი, რომელიც ნინი ზარქუას ეხებოდა.

,,შეგიძლია გადააკოპირო, რაც გინდა, მაგრამ შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები”, – დაწერა მაშინ ანუკი არეშიძემ.

საქმე ის იყო, რომ ზარქუამ ,,სელინის” ჩექმის ფოტო დადო, რომელიც რამდენიმე დღით ადრე ანუკი არეშიძემ შეიძინა და ფოტო ინსტაგრამზე განათავსა.

ნინი ზარქუა და ანუკი არეშიძე მოდელები იყვნენ, მერე ორივე ფეხბურთელს გაჰყვა ცოლად და ახლა დიზაინერები არიან.

ანუკი არეშიძე: ,,შენ ყოველთვის 100000 ნაბიჯით უკან იქნები" - დიზაინერმა ყოფილ მეგობარზე ლაპარაკს ტაბუ დაადო