ადვოკატი: ,,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა”

ადვოკატი: ,,შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მოკლეს, აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა"ვახო ახლედიანის ადვოკატი მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ შესაძლოა გიორგი შაქარაშვილი მოკლეს. ამის შესახებ მან ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძის მიერ ტელეკომპანია ,,პირველზე” გაკეთებული კომენტარის შემდეგ განაცხადა. დამოუკიდებელი ექსპერტის თქმით, გიორგი შაქარაშვილს გარეგანი დაზიანებების გარდა აღენიშნებოდა შინაგანი დაზიანებებიც და შესაძლოა მიყენებული იყოს ბლაგვი საგნით. ადვოკატს სწორედ ეს აძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შესაძლოა მოკლული იყოს, რადგან სხვანაირად მას შინაგანი დაზიანებები ვერ ექნებოდა.

-ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა ბლაგვი საგნისგან მიყენებული აქვს დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს. ამან გამიჩინა ეჭვი, რომ შესაძლოა, იყოს მკვლელობა. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ მას ფეხი დაუცდა. არ ვიცით, ექსპერტიზა რას დაადგენს, – ამბობს ადვოკატი.

გარდაცვლილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე კი აცხადებს, რომ ექპერტიზის პასუხს ელოდებიან და ჯერ ვერაფერს იტყვიან.

-ძლიერი დარტყმაა, ბუნებრიავია, როცა გარედან მოგაყენებებ არა _ მუშტით, არამედ უფრი მსხვილი საგნით _ ფეხით, ძელით. და იმავდროულად ძლიერი დარტყმა არის, როდესაც წყლის ნაკადი ქვებზე გადასვლის დროს მდინარის კალაპოტში ატარებს ცხედარს და აქვს სათანდო სიძლიერე. სანამ საბოლოო დასკვნა არ იქნება, ვერაფერს ვიტყვით. სწორედ ამას ვარკვევთ, – ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა.