,,ცოლი კიოდა, ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო” – მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა და მერე თავი მოიკლა – რას ყვებიან გურიაში

,,ცოლი კიოდა, ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო" - მამაკაცმა ბავშვობის მეგობარი მოკლა და მერე თავი მოიკლა - რას ყვებიან გურიაში9 მაისს ლანჩხუთში, სოფელ ნიგვზიანში მეზობელმა მეზობელი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა, შემდეგ სახლში შევიდა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მეზობლების თქმით, კატეგორიულად უარყოფენ, გურამ კუკულავასა
და მოკლულ თემურ ფოფხაძეს შორის ჩხუბი არასოდეს მომხდარა.

მათ სახლებს ერთი ღობე ჰყოფთ და თანაკლასელები იყვნენ.

_ მიჭირს იმის დაჯერება რომ გურამ კუკულავამ თემურ ფოფხაძე მოკლა. ვფიქრობ, რომ სანადირო თოფი გაუვარდა და ტყვია მოხვდა თემურს, რომელიც ქუჩაში ველოსიპედით მიდიოდა. ეტყობა, დაინახა ველოსიპედიდან თემური როგორ გადმოვარდა, იფიქრა, რომ მოკლა და ისე, რომ არც უცდია მასთან ახლოს მისვლა, რომ ენახა მართლა გარდაცვლილი იყო თუ არა, შევარდა თავის ეზოში და სახლის უკან თავი მოიკლა. თემური პირველდ ცოლმა ნახა და მის კივილზე გამოვცვივდით მეზობლები სახლებიდან. კიოდა, ჩქარა, სასწრაფო გამოიძახეთო.

თემურის მეუღლე ამბობს, თემური ველოსიპედით გოჭის საყიდლად მიდიოდა და უცებ მოხდა ეს ამბავიო. მოკლულის ცოლი ამბობს, ვერ დავიჯერებ, რომ გურამმა თემური განზრახ მოკლაო.

გურამი მარტოხელა იყო, მას ცოლ-შვილი არ ჰყოლია, არც მშობლები და დედმამიშვილები ჰყავს. მეზობლები ვართ ჭირისუფალი ორივე ოჯახის.  განვიცდით. გურამი თოფს ხანდახან ქორს ან ვირთხას ესროდა ხოლმე. სავარაუდოდ, ახლაც ამიტომ იდგა  ეზოში თოფით… წამებში გავარდა მეორე ტყვია და სახლის უკან იპოვეს გარდაცვლილი, ტყვია გულში ჰქონდა მოხვედრილი… თემურსაც გულმკერდის არეში აქვს ჭრილობა მიყენებული, _ ყვება ,,კვირის პალიტრასთან” კუკულავას და ფოფხაძის მეზობელი.

კვირის პალიტრა