,,ქაჯობა, ბულინგი, შეურაცხყოფა ,,მასტერშეფში” – ლუკა ნაჭყებიამ კონკურსანტს ფქვილი შეაყარა – ვიდეო

,,ქაჯობა, ბულინგი, შეურაცხყოფა ,,მასტერშეფში" - ლუკა ნაჭყებიამ კონკურსანტს ფქვილი შეაყარა - ვიდეოკულინარიული შოუს ,,მასტერშეფის” ჟიურის წევრმა, ლუკა ნაჭყებიამ ქუთაისელ კონკურსანტ კოკი კიწმარიშვილს ფქვილი შეაყარა, რამაც მაყურებელი აღაშფოთა. სოციალურ ქსელში წერენ:

,,ლამის გალახეს ეს ბიჭი, რა აუტანელი სანახავი იყო. ისე მორბოდა ცომით ხელში, ვიფიქრე, თავში ესვრის-მეთქი და დავიძაბე”,  ,,მარაზმია თავიდან ბოლომდე მისი საქციელი. წარმოდგენა დავკარგე გადაცემაზე. ამ ბიჭის ადგილას იმ ცომს სახეზე შევაზელდი.შეეძლოთ უბრალოდ ადეკვატურად,  იუმორშიც კი გაეტარებინათ”, ,,პასტის არმომზადება კი არა, ბულინგი ტეხავს”, ,,რა შუაშია ბულინგი, როცა ასეთ შოუში მიდიხარ, კარგად უნდა მოემზადო. ჯერ პატივი საკუთარ კერძს უნდა სცე, რასაც ამზადებ, შემდეგ საზოგადოებას და ჟიურის. კარგით, რა, ტიპმა ტარხუნის ფოთოლი მოადო ზემოდან, ეს იგივეა, ნაყიდი გაყინული ხინკალი რომ წაიღო და იქ მოხარშო, ისიც ნახევრად”, ,,აი, ეს დაბრახუნება და სიქაჯე არ ვიცი რა”,  ,,რატომ უნდა აწყენინო შოუში ადამიანს,  არ ვიცი. აშკარად ბავშვივით დაწყდა გული და ეტირებოდა”,  ,,კატეგორიულად მიუღებელი ფორმაა ჩემთვის და ამას შოუსთან არაფერი აქვს საერთო”, ,,როცა კულინარიულ პროექტში გამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ ფქვილით დასვრა ნამდვილად მოგიწევს და, ჩემი აზრით, ჟიური ძალიან სწორად მოიქცა, რადგან ამ ბიჭის საქციელი პროექტს არ შეესაბამებოდა”, ,,თქვენი საქციელების გამო აეტირა ადამიანს. ძალიან მიყვარს ეს გადაცემა, მაგრამ აშკარად ზედმეტი მოუვიდა ლუკას”, ,,ცომის დაბრახუნება და ზედ შეყრა უკვე მეტისმეტი იყო”, ,,თუ არ იმსახურებს, გაუშვი შოუდან, ჩავიხედოთ და წავიკითხოთ ჩვენი უფლებები”, ,,ამხელა კაცი გაუზრდელი, გაუთლელი! კოკის ადგილას კი დაგაფარებდი მაგ ცომს თავზე და ტარხუნას თმად დაგამაგრებდი. თავში ნუ აგივარდება ორი სეზონის ჟიურის წევრობა, წინ ცხოვრება გელის და ბევრი დაბრკოლება შეგხვდება”, ,,ქაჯობაა პირდაპირ, ტელევიზიით ახდენენ ადამიანის უფლებების დარღვევას!”, ,,ვინაა ეს ლუკა, რას წარმოადგენს”.

კოკი კიწმარიშვილი

ღონისძიებების ორგანიზატორი, კოკი კიწმარიშვილი ქუთაისიდან, მასტერშეფის წინსაფრის მოსაპოვებლად 🔥

Gepostet von მასტერშეფი • MasterChef Georgia am Donnerstag, 28. Mai 2020