ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს _ ცნობილი ჩოგბურთელი 100.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს _ ცნობილი ჩოგბურთელი 100.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესქართველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი დიდ სკანდალშია გახვეული. ის ყოფილ ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს, ცოტა ხნის წინ კი  100000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ცნობილი ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს. ბასილაშვილის საქმეზე მომდევნო სასამართლო განხილვა 16 ივნისისთვის ჩაინიშნა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ძალადობისთვის დააკავეს _ ცნობილი ჩოგბურთელი 100.000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლესნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე ნეკა დოროკაშვილი გახლდათ. ერთმანეთი საერთო სანაცნობო წრეში გაიცნეს, წელიწადნახევარი შეყვარებულები იყვნენ, ერთმანეთს ხვდებოდნენ, მერე კი იქორწინეს.

წყვილი სხვადასხვა ინტერვიუებში თავიანთ ოჯახურ ცხოვრებაზე ყვებოდნენ:

„მე არ მიმაჩნია, რომ დაოჯახება სპორტის მხრივ ხელისშემშლელია. ამ დასტაბილურებამ და შვილმა კიდევ უფრო დიდი სტიმული მომცა. იმდენად სტრესული სპორტია, რომ, როცა შინ მიდიხარ, გჭირდება  რაღაც, რაც აბსოლუტურად გამოგიყვანს მდგომარეობიდან. ამაში ჩემი  შვილი და ოჯახი ძალიან მეხმარებიან.

ნეკამ უპირველესად თავისი გარეგნობით მომხიბლა. შემდეგ – ხასიათით. ნეკოსთან ურთიერთობა, საუბარი, ჩემთვის განტვირთვა იყო. მახსოვს ვღიზიანდებოდი, როცა ყველა ჩოგბურთს მიხსენებდა, ყველა მხოლოდ სპორტზე მელაპარაკებოდა. ამ დროს ნეკას სულ სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი და ამით ძალიან მეხმარებოდა.

ჩემი თავისუფალი დრო ყოველთვის სახლს ეთმობა. როცა ლუკასი წამოიზრდება, ტურნირებზე ყველა ერთად ვივლით. საერთოდ, ჩოგბურთი ისეთი სპორტია, რომ მთელი ოჯახი ჩართულია – ბებიაც კი. ჩემი მუდმივი მდგომარეობა ასეთია – ყველა მენატრება. ძალიან რთულია, მაგრამ ჩემი საქმე ეს არის. როდესაც კარიერას დავასრულებ, ყველაფერი სხვანაირად იქნება, მაგრამ ახლა ყველა რაღაცას თმობს, რომ ხელი შემიწყონ, – ყვებოდა ნიკა ბასილაშვილი ჟურნალ ,,ჰელოუში”.

,,ძალიან რთულია ჩოგბურთელის ცოლობა. ეს სპორტი უზარმაზარ შრომას მოითხოვს ნიკასგან. საქართველოში მაქსიმუმი ერთი კვირით ჩამოდის და დასვენება საერთოდ არ აქვს. როცა აქ არის, მაშინაც ვარჯიშობს, ფორმიდან არ უნდა ამოვარდეს…

ნიკა თავისი რეჟიმიდან გამომდინარე, მშობიარობას ვერ დაესწრო, სანამ ჩამოფრინდა, უკვე  ნამშობიარევი ვიყავი. ძალიან განიცადა, ყოველ 5 წუთში ერთხელ რეკავდა, თავად უფრო ნერვიულობდა, ვიდრე მე… ყველას მიმართ ყურადღებიანია, ხანდახან მიკვირს კიდეც, ამდენ რამეს როგორ ასწრებს. მართლა არასდროს აქვს დრო. სულ ვარჯიშობს. სიურპრიზები და საჩუქრის გაკეთება ძალიან უყვარს.

მის თაყვანისმცემლებზე არ ვეჭიანობ.„ფეისბუქშიც“ სწერენ და მესიჯებსაც უგზავნიან, მაგრამ საერთოდ არ ვეჭვიანობ, საეჭვიანო რა არის? ნიკა ამის საბაბს არ ამძლევს, არც შეყვარებულობის პერიოდში მაძლევდა. რაღაც სხვანაირი ადამიანია. ბუნებით ძალიან ერთგულია. როცა თაყვანისმვემლები წერენ, პირიქით, მიხარია, – ყვებოდა ნეკა დოროკაშვილი ,,ინფო 9″-სთან.

,,მთავარის” ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილეობდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მამაც, ნოდარ ბასილაშვილი.

ნოდარ ბასილაშვილი ჩოგბურთელ შვილზე ყვებოდა:

–  ნიკა 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ მარტო ვწვრთნიდი. ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი. ერთი წიგნი დაიწერება, ჩვენი ამბავი რომ მოვყვე. ჩავდიოდი ამერიკაში, ვყიდულობდი ცოტა დიდ მანქანას და შტატიდან შტატში გადავდოდით. მაიამიში ვიქირავე ემიგრანტებისთვის განკუთვნილი ბინა, რომელშიც ერთი ოთახი დაგვითმეს და აქვე იყო კოლეჯიც, სადაც აბსოლუტურად უფასოდ ვვარჯიშობდით კორტებზე. ვცდილობდი, რომ რაც შეიძლება ეკონომიურად გვეცხოვრა.
– ბევრისთვის არ არის ცნობილი, რომ ნიკოლოზი ქველმოქმედებას ეწევა, ეხმარება ბავშვებს და ამ თემაზე არც სურს საუბარი.

– ბუნებით მზრუნველი ადამიანია. ჩვენს სანათესაოშიც ბევრს არ აქვს დალხენილი ცხოვრება და  რითაც შეუძლია, ეხმარება ყველას. უკან დახევა არ იცის, ხან რით ეხმარება ადამიანებს, ხან – რით, თუმცა ამაზე საუბარი არ უყვარს. ბევრმა არც იცის, რომ რა თანხასაც თამაშებზე აგროვებს, იმ თანხის 30 პროცენტი რჩება ქვეყანას, სადაც ტურნირს თამაშობს, ამას კიდევ აკლდება მწვრთვნელებისთვის განკუთნილი გადასახადი.

რეალურად, ნიკას დიდი პრობლემები აქვს, წარმოიდგინეთ, ყველა მოთამაშეს სპონსორი ჰყავს, ის კი სპონსორის გარეშე ასპარეზობს. ბოლოს მითხრა კიდეც, რომ არ მაინტერესებს არავითარი ფული, მინდა სახელი მოვიხვეჭოო. ძალიან ბევრი რამ არის ნიკას კისერზე. გარედან კი ყველაფერი სხვანაირად ჩანს.

– ხომ არ გაიხსენებთ თქვენთვის განსაკუთრებულ ეპიზოდს ნიკოლოზის ასპარეზობიდან?

– 14 წლამდე რომ მოიგო საქართველოს პირველობა, მაშინ საუკეთესო ბავშვები დააჯილდოვეს ტურნირით და საფრანგეთში გავუშვით ნიკა. იქ რამდენიმე თამაში მოიგო და წააგო ფრანგთან,  როგორც თვითონ მითხრა, არასამართლიანი მსაჯობის გამო (7:6, 6:7, 7:6,). თუმცა რომ დამირეკა, სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა. გამიკვირდა, რა გიხარია, წააგე-მეთქი, რა და, ვილსონის სპონსორი გამომიჩნდაო, როგორც კი დამთავრდა მატჩი, ჩემთან მოვიდა, კონტრაქტი და 6 ჩოგანი მომცაო. არადა ამ ტურნირზე გაშვებული მყავდა ორად ორი ჩოგნით, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გატეხილი, გატეხილი ჩოგნით სპეციალურად გავუშვი, ვუთხარი ნუ ამტვრევ ჩოგანს-თქო და ეს ამბავი რომ მომიყვა, ორივემ გავიხარეთ.