,,მე და ჩემს შვილს გამოგვეკიდა, მგონი, ნაჯახით” – რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი

,,მე და ჩემს შვილს გამოგვეკიდა, მგონი, ნაჯახით" - რას ყვება ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლიყოფილ ცოლზე ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოტა ხნის წინ 100000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ყოფილი მეუღლე, ნეკა დოროყაშვილი ,,კურიერთან” საუბრისას აცხადებს, რომ კონფლიქტში ყოფილი მამამთილიც, ნოდარ ბასილაშვილიც მონაწილეობდა.

ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. როგორც ის ამბობს, სავარაუდოდ, ნაჯახით.

-ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი, რა მოუვიდა, მთვრალი იყო, თუ რა სჭირდა, არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაც იარაღით.

თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც.

მე ვერ ვადასტურებ, რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი,  იყო ნაჯახი.მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი.

ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო, არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი, _ აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.