ლევან რატიანი: ,,გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, ამ ეტაპზე ომი მოვიგეთ”

ლევან რატიანი: ,,გავიმარჯვეთ კორონავირუსზე, ამ ეტაპზე ომი მოვიგეთ"საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ტელეკომპანია POS TV-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველმა ექიმებმა კორონავირუსის ინფექციასთან ბრძოლაში გაიმარჯვეს.

-ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა, როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც.

ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე ომი მოვიგეთ. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა, – აღნიშნა ლევან რატიანმა

მოამზადა პრაიმტაიმმა