გია სურამელაშვილი: ,,ბოზი ტიპი არ ვარ, თუ ერთი მყავს გვერდით, მისი ერთგული ვარ”

გია სურამელაშვილი: ,,ბოზი ტიპი არ ვარ, თუ ერთი მყავს გვერდით, მისი ერთგული ვარ"მომღერალ გია სურამელაშვილის ჩაცმულობამ ხალხი ისევ აალაპარაკა. ფოტოზე ლელა წურწუმიასთან ერთად არის გადაღებული.

გია სურამელაშვილი 90-იან წლებში გამოჩნდა სცენაზე. მაშინ 21 წლის ბიჭი იყო. თავის ცხოვრებაზე მომღერალი ჟურნალ ,,სარკესთან” ყვება:

-21 წლის ბიჭმა ფილარმონია გავავსე. ,,ნაგლად” გადავწყვიტე სოლო კონცერტის გაკეთება, რამაც ხალხი დაშოკა. ეთერ კაკულიას მზიასთვის ჩუმად უთქვამს, ეს ბიჭი კარგად ვერ არის, ასე ნაუცბათევად სოლო კონცერტის გაკეთება ვის გაუგიაო. ისე მეშინოდა, გულისწასვლამდე მივდიოდი, მაგრამ სცენაზე რომ გავედი, სასწაული ხდებოდა!

– 21 წლის ბიჭს წარმატება თავში აგივარდათ თუ ამ გამოცდას გაუძელით?

– წარმატება თავში არ ამვარდნია, რადგან გვერდით სერიოზული გარემოცვა მყავდა. მაშინ გავიცანი აჩიკო მეფარიძე. გასტროლებზე სიარულით ვშოულობდი ფულს, ძალიან სერიოზულ ხალხში მოვხვდი. ცხოვრებამ ძალიან გამამაგრა. მერე მოვიდა სასწაული სიყვარული, რამაც მომკლა.

– ეს როგორ მოხდა?

– უკვე ვარსკვლავი ვიყავი, მაგრამ იმ გრძნობამ გამანადგურა. მერე ის დაბრუნდა, მაგრამ მე აღარ შევურიგდი. მას შემდეგ არავინ მყვარებია. ის ადამიანი ავტოავარიაში გარდაიცვალა, მაგრამ დღემდე მხოლოდ ის მიყვარს.

– თუ ასე ძალიან გიყვარდათ, რატომ დასრულდა ეს ურთიერთობა, რატომ აღარ შერიგდით?

– თბილისში რომ ვყოფილიყავი, შეიძლებოდა შევრიგებოდი კიდეც, მე კი მაშინ მოსკოვში ვცხოვრობდი. ჩემთან მოვიდა, მაგრამ არ შევურიგდი. არაამქვეყნიურად მიყვარდა და მაინც დავთმე.

– ახლა ნანობთ?

– არ უნდა დამეთმო… ახლა მყავს მეგობარი ქალი, რომელმაც, არ მგონია, ეს ინტერვიუ წაიკითხოს, მაგრამ თუ წაიკითხა, რა ვქნა, ეწყინოს. აღარ არის ის სიყვარული, რასაც ოდესღაც იმ ერთი ქალის მიმართ ვგრძნობდი. გადასულელებული სიყვარული მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი.

სულით მოღალატე არ ვარ, მაგრამ ცხოვრებაში თურმე ყველაფერი ხდება. ბოზი ტიპი არ ვარ, თუ ერთი მყავს გვერდით, სხვებთან არ დავდივარ.

– თქვენს ერთადერთ სიყვარულზე დაქორწინებული იყავით?

– არა. მეუღლესთან მხოლოდ 2 წელი ვიცხოვრე. ცოლი არასოდეს მყვარებია (განაგრძეთ კითხვა).