ბებოს ნამცხვარი ბავშვობის გემოთი – 3 ლარის ინგრედიენტებით

ბებოს ნამცხვარი ბავშვობის გემოთი - 3 ლარის ინგრედიენტებითბებოს ნამცხვარი, რომელიც ბავშვობის გემოს გაგახსენებთ

ინგრედიენტები

3 ცალი კვერცხი

2 ჭიქა შაქარი

200 გრ მარგარინი

1 ჩ.კ. სოდა ძმრით

ფქვილი 5 ჭიქა (რასაც მაგარი ცომი შეიზელს)

ვანილი (დარიჩინიც უხდება, თუ გიყვართ)

მომზადება

ათქვიფეთ ცილა და დაამატეთ შაქარი, შემდეგ _ გულები, სოდიანი ძმარი, გამდნარი მარგარინი, ვანილი, დარიჩინი და ფქვილი. ცომი მაგარი უნდა იყოს. შემდეგ ცომი ხორცის საკეპ მანქანაში გაატარეთ. შეგიძლიათ ცომს სხვადასხვა ფორმა მისცეთ.

ბებოს ნამცხვარი ბავშვობის გემოთი - 3 ლარის ინგრედიენტებითთუნუქის ცივ დაფაზე დაალაგეთ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. ზემოდან რომ დაიბრაწება, უკვე მზად არის.

რაც მთავარია, ნამცხვრისთვის 3-4 ლარი საკმარისია. გემრიელია ჩაისთან და ყავასთან.