ამირან სალუქვაძე: ,,სომხეთში იტალიურ სცენარს ელოდებიან” – რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაში

ამირან სალუქვაძე: ,,სომხეთში იტალიურ სცენარს ელოდებიან" - რა ხდება ჩვენს მეზობელ ქვეყანაშისომხეთში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. სომხური საინფორმაციო წყაროს ცნობით, საავადმყოფოებში ადგილები გადავსებულია.

ამირან სალუქვაძე წერს:

,,სომხეთში, როგორც მინისტრი ტოროსიანი, ასევე ექსპერტები, იტალიურ სცენარს ელოდებიან. ბოლოს ჩატარებული 1197 ტესტიდან 38%-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რაც ძალიან დიდი რიცხვია.
ოფიციალური პროგნოზით, 30 ათას დაინფიცირებულს ელიან. ექსპერტები 2-ჯერ მეტ ციფრს ასახელებენ.
დღეს 289 ახალი შემთხვევაა (აზერბაიჯანში 149), გუშინ 452 იყო. გარდაცვლილთა რიცხვმა 91-ს მიაღწია.
ეს ჩვენთან ახლოს, მეზობლად ხდება. ამიტომ გავიაზროთ პანდემიის სერიოზულობა, ნურც დავიზაფრებით, ნურც მოვეშვებით, დავიცვათ ელემენტარული მოთხოვნები.
მეორე ტალღის გადატანა საკმაოდ რთული იქნება და უნდა მოვახერხოთ თავიდან აცილება. დანარჩენს სომხეთთან დაკავშირებით ამ სტატიაში წაიკითხავთ”.

https://m.ru.armeniasputnik.am/society/20200525/23167309/Italyanskogo-stsenariya-ne-izbezhat-ekspert-o-situatsii-s-COVID-19-v-Armenii.html