ვაშინგტონი ჩინეთის მთავრობას: ,,უნდა გვითხრათ, რა მოხდა და როგორ გავრცელდა ვირუსი!”

ვაშინგტონი ჩინეთის მთავრობას: ,,უნდა გვითხრათ, რა მოხდა და როგორ გავრცელდა ვირუსი!"ამერიკის შეერთებული შტატები აძლიერებს თავის ზეწოლას ჩინეთზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე. პრეზიდენტ ტრამპთან ერთად მისი ადმინისტრაცია ცდილობს, გაარკვიოს, რეალურად რა გახდა კოვიდ-19-ის წარმოშობის მიზეზი.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი დაჟინებით მოუწოდებს ჩინეთის ხელისუფლებას, ნათელი მოჰფინონ, თუ რა იციან ვირუსთან დაკავშირებით.

თეთრი სახლის ახალი ამბების საკონფერენციო სივრცეში დონალდ ტრამპს დაუსვეს კითხვა, თუ რას ფიქრობდა უხანიდან ვირუსის გავრცელების ალბათობაზე, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მისი მთავრობა იკვლევს ვითარებას, თუ რა გახდა ამ სიტუაციის გამომწვევი.

ამერიკის პირველმა დიპლომატმა, მაიკ პომპეომ ფოქს ნიუსთან ინტერვიუში აღნიშნა:

_მე ვიცი, რომ კორონავირუსი უხანიდან წარმოიშვა და აგრეთვე ისიც ვიცი, რომ ვირუსოლოგიის ინსტიტუტიც ძალზე ახლოს იყო უხანის ბაზრობიდან, სადაც ადამიანები დაავადნენ კორონავირუსით.

ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთის ხელისუფლება უფრო გულწრფელი იყოს და დაგვეხმაროს იმ ფაქტის ახსნაში, თუ რა მოხდა და როგორ გავრცელდა ვირუსი.

ნიუპოსტი