ტაფაზე შემწვარი ხაჭაპური-ბლინი – 10 წუთში მზადდება

ტაფაზე შემწვარი ხაჭაპური-ბლინი - 10 წუთში მზადდებაინგრედიენტები:

გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის – 200 გ
კამა – 100 გ
კვერცხი – 2 ცალი
არაჟანი – 200 გ
ფქვილი – 2 ს/კ
ზეთი – 2 ს/კ

მომზადება:

მოამზადეთ ყველა ინგრედიენტი: გახეხილი ყველი, 2 კვერცხი, არაჟანი, კამა და 2 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი.

აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. არ ათქვიფოთ.

გაახურეთ ზეთიანი ტაფა და დაასხით ყველის მასა.

დაბრაწეთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.

ცალ მხარეს თავდახურულ ტაფაში შეწვით, შემდეგ ფრთხილად ამოაბრუნეთ და მეორე მხარეს თავახდილი შეწვით.

ვისაც კამის გემო არ მოგწონთ, მის გარეშეც გემრიელია.

გემრიელია.ჯი