სააღდგომო ჯვრიანი ფუნთუშები – რეცეპტი

სააღდგომო ჯვრიანი ფუნთუშები - რეცეპტიჯვრიან ფუნთუშებს ტრადიციულად დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ავსტრალიასა და კანადაში აღდგომის წინა კვირას აცხობენ.

ინგრედიენტები:

500 გრ ფქვილი
10 გრ მშრალი საფუარი
5 გრ მარილი
80 გრ შაქარი
1 ცალი ლიმონის ცედრა
1 სუფრის კოვზი დარიჩინი
1/3 ჩაის კოვზი დაფქული კოჭა
1/3 ჩაის კოვზი მიხაკი
1/3 ჩაის კოვზი ჯავზი
300 მლ რძე
40 გრ კარაქი
1 ცალი კვერცხი
150 გრ ქიშმიში
75 გრ უმაღლესი ხარისხის ფქვილი
2 სუფრის კოვზი გარგარის ჯემი.

მომზადება:
 დიდ ჯამში მოათავსეთ ფქვილი, საფუარი, მარილი, ლიმონის ცედრა, შაქარი და ყველა სანელებელი, მსუბუქად აურიეთ. გაადნეთ კარაქი და შეათბეთ რძე. ჩანგლით ათქვიფეთ კვერცხი.

ფქვილიან ჯამში ჩაასხით კარაქი, რძე და კვერცხი. დაიწყეთ ცომის მოზელა, ზილეთ დაახლოებით 10 წუთი. ჯამი შეფუთეთ და დადგით თბილ ადგილას ასაფუებლად 1-2 საათით. ცომი ორჯერ უნდა გაიზარდოს მოცულობაში.

ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ მაგიდაზე, დაუმატეთ ქიშმიში და კარგად გადაზილეთ. გაყავით 12 ნაწილად. ეცადეთ, თანაბარი ზომის გუნდები გამოგივიდეთ. კარგად მოამრგვალეთ, დაიხმარეთ ფქვილი.

ფირფიტაზე დააფინეთ საცხობი ქაღალდი, გაანაწილეთ ცომის გუნდები 2 სანტიმეტრის დაშორებით. გადააფარეთ ნაჭერი და დატოვეთ თბილ ადგილას ასაფუებლად 30-40 წუთი.
გააცხელეთ ღუმელი 210 გრადუსზე. 75 გრ ფქვილის და 100 გრ წყლისგან გააკეთეთ პასტისებური, თხევადი მასა. დაასხით საკრემავ ტომარაში ვიწრო თავით და დაახატეთ ჯვრები აფუებულ ფუნთუშებს. გამოაცხვეთ 25-35 წუთი ან შეწითლებამდე.
სერვირება
შეათბეთ გარგარის ჯემი და გადაუსვით თბილ ფუნთუშებს. მიირთვით კარაქთან ერთად.

გასტრონომგიდი-ბორჯომი

სააღდგომო ჯვრიანი ფუნთუშები - რეცეპტი

სააღდგომო ჯვრიანი ფუნთუშები - რეცეპტი