პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გამოაქვეყნა – საჰაერო ფენომენის გამოძიება

პენტაგონმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოები გამოაქვეყნა - საჰაერო ფენომენის გამოძიებაპენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა სამი ვიდეო, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია დაფიქსირებული. ვიდეოებზე ასახულია ინფრაწითელი კამერით გადაღებული ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან. ჩანაწერებს ახლავს მომსახურე პერსონალის რეაქცია მოძრავი ობიექტების სწრაფ მანევრირებებზე.

_გვინდა, გავაქარწყლოთ საზოგადოების ეჭვები, თუ რამდენად რეალურია არსებული ჩანაწერები და არის თუ არა სხვა ვიდეოებიც. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება ხელს არ შეუშლის ამოუცნობი საჰაერო ფენომენების სამხედრო გამოძიებას მომავალში, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.