მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის

ლავაშის რულეტი ღუმელში

მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის
ინგრედიენტები:

4 ლავაშის ფირფიტა

1 კგ ხორცის ფარში

400 გრ მყარი ყველი

3 კვერცხი

8 პომიდორი

ახალი მწვანილი

მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება:

ფარშს მოაყარეთ მარილი და პილპილი და მოშუშეთ ტაფაზე, როცა გამზადდება, გადმოდგით და გააცივეთ.

ყველი გახეხეთ, პომიდორი დაჭერით მრგვალ ნაჭრებად.

გაშალეთ ლავაში, მოათავსეთ ზედ ფარში, ზემოდან მოაყარეთ ყველი, პომიდორი და დაჭრილი მწვანილი.

გადაახვიეთ რულეტი. ასე გაამზადეთ ლავაშის სხვა ფირფიტებიც.

ცხიმწასმულ ფორმაზე დაალაგეთ რულეტები, წაუსვით ზემოდან და გვერდებზე ათქვეფილი კვერცხი, რაც დარჩება, ზემოდან მოასხით.

ერბოკვერცხის ვარიაციები

ფრანგული ომლეტი

მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის

ნამდვილი ფრანგული ომლეტისთვის კვერცხი აუცილებლად ჩანგლით უნდა აითქვიფოს, უნდა გამოცხვეს კარაქში სქელძირიან ტაფაზე და არანაირი დანამატი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ მიქსერი და ჩვენი საყვარელი სანელებლები, გამოვაცხოთ ნებისმიერ ტაფაზე

შემადგენლობა:

4 კვერცხი

150 მლ რძე

20 გ კარაქი

1 ჩ/კ. მცენარეული ზეთი

0.5 ჩ/კ. მარილი

საიდუმლო ის არის, რომ კვერცხები არ უნდა აითქვიფოს, უბრალოდ აურიეთ ისინი. შემდეგ დაამატე რძე და მარილი, კიდევ ერთხელ აურიეთ. საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დაასხით შერეული მასა და შედგით ღუმელში 20 წუთის განმავლობაში 250 ° C. როცა შევარდისფერდება, გამოიღეთ და დაასხით თავზე კარაქი.

ლორით და ყველით

მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის

მას სხვანაირად უწოდებენ “კალზონის”. ფორმით ჰგავს ჩებურეკს, ბევრს წვნიანობის გამო უყვარს.

შემადგენლობა:

2 კვერცხი

2-3 ს/კ. რძე

1-2 ს/კ. ხორბლის ფქვილი

75-100 გრ მყარი ყველი

ცოტა მარილი

15 გ მცენარეული ზეთი

ლორი 50-75 გრ

მწვანილი გემოვნებით

მომზადება:

აადუღეთ რძე, ათქვიფეთ კვერცხი მარილთან ერთად, აურიეთ მასში ფქვილი და რამოდენიმე წუთს გააჩერეთ. დაჭერით ლორი, გახეხეთ ყველი. ცხიმიან ტაფაში ჩაასხით კვერცხიანი მასა და გამოაცხეთ. გადმოაბრუნეთ და ზემოდან მოაყარეთ ყველი და ლორი, შეწვით სანამ ოქროსფერს არ მიიღებს. გადმოდგით ცეცხლიდან და ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

ომლეტი კარტოფილით

მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის

ინგრედიენტების ასეთი უჩვეულო კომბინაცია ძალიან უყვართ ესპანეთში. მრავალფეროვნებისთვის შეგიძლიათ თქვენც მოამზადოთ.

შემადგენლობა

4 კარტოფილი

4 კვერცხი

ზეითუნის ზეთი

1 ხახვი

მარილი გემოვნებით

მომზადება

კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით თხელ წრეებად. ხახვი დაჭერით ასევე თხელ რგოლებად. კარტოფილი როცა შეშრება, ხახვთან ერთად შეწვით ტაფაში, რომელშიც ბოსტნეულს ცხიმი მთლიანად დაფარავს. როცა შეიწვება, ზედმეტი ცხიმი გადაწურეთ.

ათქვიფეთ კვერცხი და დაამატეთ შემწვარი ბოსტნეული, აურიეთ, ჩაასხით ტაფაში და გამოაცხვეთ ორივე მხარეს.

ომლეტი მანანით

მარტივი კერძები ზარმაცუნა დიასახლისებისთვის

ეს ორიგინალური ტკბილი ომლეტი ძალიან უყვართ ბავშვებს. არც უფროსები არიან გამონაკლისები. აი, რაც გვჭირდება მოსამზადებლად.

შემადგენლობა

2 კვერცხი

100 მლ რძე

1 ს/კ. მანი

0.5 ს/კ. შაქარი

25 გრ კარაქი

მომზადება

უბრალოდ აურიეთ კვერცხი, არ ათქვიფოთ, დაამატეთ რძე, შაქარი და აურიეთ კიდევ. დაამატეთ მანი და ათქვიფეთ მიქსერით. ტაფაზე როცა კარაქი გადნება, ჩაასხით მასა, დააფარეთ სახურავი და 10 წუთში ომლეტი მზადაა. გლუვ ზედაპირზე მიხვდებით, რომ უკვე მზად იქნება.

რეცეპტები პოპსუგარისგან