ხაჭოს უგემრიელესი პასკის რეცეპტი

ხაჭოს უგემრიელესი პასკის რეცეპტიხაჭოს პასკის ინგრედიენტები:

600 გრ  ხაჭო 6%-იანი
200 გრ  არაჟანი 20%-იანი
200 გრ  შაქრის პუდრი
150 გრ კარაქი
1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
1 ცალი ლიმონის ცედრა
100 გრ შოკოლადის მარცვალი (ქიშმიში ან ცუკატი)
50 გრ ნუშის ფანტელი

 მომზადება
ნუშის ფანტელი რამდენიმე წუთით გამოაშრეთ ღუმელში 180 გრადუსზე. შაქრის პუდრი გაცერით. დარბილებული კარაქი და პუდრი ათქვიფეთ, დაუმატეთ ვანილი და ცედრა.
ხაჭო გაატარეთ საცერში ორჯერ და დაუმატეთ არაჟანი ან დააბლენდერეთ არაჟანთან ერთად. კარაქის და ხაჭოს მასა შეურიეთ ერთმანეთს, დაუმატეთ შოკოლადი და ნუში. მომზადებულ მასას ასევე შეგიძლიათ დაამატოთ დარიჩინი, ილი, მიხაკი, მუსკატი.
დოლბანდი გარეცხეთ და კარგად გაწურეთ. სამმგაგი ფენა დოლბანდი ჩააფინეთ საწურში, გაანაწილეთ ხაჭოს მასა, შეფუთეთ, დაადეთ სიმძიმე და შეინახეთ მაცივარში მინიმუმი 12 საათით და პერიოდულად გადაწურეთ სითხე.
როცა მზად იქნება, შეგიძლიათ მოასხათ ორთქლზე დამდნარი შოკოლადი ან მორთოთ თხილეულით და სხვადასხვა ჩირით.