ბორჯომში მამაკაცმა მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო

ბორჯომში მამაკაცმა მაკე ძაღლი მე-12 სართულიდან გადააგდო,,პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცმა ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადააგდო. ძაღლის მდგომარეობა მძიმეა. მას სისხლდენა დაეწყო და ამჟამად თბილისში, ვეტერინალურ კლინიკაში გადმოჰყავთ.

,,ინფორმაცია მომხდარის შესახებ მოქალაქე თამუნა ლალიაშვილმა გაავრცელა, რომელსაც ფაქტის შესახებ ადგილობრივებმა აცნობეს. ირკვევა, რომ კორპუსის მე-12 სართულზე ერთ-ერთ ოჯახში მისულ მამაკაცს ჩხუბი მოუხდა მასპინძელ ქალთან, გაშველების მიზნით მათთან მეზობელი გავიდა, რომელსაც საკუთარი ძაღლიც გაჰყვა და სწორედ ამ დროს, მამაკაცმა ძაღლი ფანჯრიდან გადააგდო.

თამუნა ლალიაშვილი ამბობს, რომ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, თუმცა მამაკაცმა მიმალვა მოასწრო. ის წარსულში ძალადობრივი დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს”, – წერს ,,პრაიმტაიმი”

მოძალადის დასჯას უამრავი ადამიანი ითხოვს, მათ შორის ტელეჟურნალისტი ინგა გრიგოლია.

,,ნაბიჭვარი, არაკაცი, ყველა ცუდი სიტყვის თქმა მინდა ახლა. ეს ავაზაკი თუ არ დაისჯება, მოტეხილი ფეხით დავიწყებ შიმშილობას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. გული მაქვს ცუდად, რაც წავიკითხე”, – წერს ინგა გრიგოლია.