უგემრიელესი სამარხვო კრუასანები 3 ლარის ინგრედიენტებით – მარტივი რეცეპტი

უგემრიელესი სამარხვო კრუასანები 3 ლარის ინგრედიენტებით - მარტივი რეცეპტიგემრიელი სამარხვო კრუასანები, რომელსაც ცოტა ინგრედიენტი სჭირდება და ძალიან გემრიელია.

ინგრედიენტები

ერთი ჭიქა თბილი წყალი

ერთი სუფრის კოვზი შაქარი

30 გრამი დაპრესილი საფუარი

ერთი მწიკვი მარილი

ნახევარი ჭიქა მზესუმზირის ზეთი

სამი ჭიქა ფქვილი

ერთი ჭიქა ჯემი

მომზადება

1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაამატეთ შაქარი და მარილი. ფქვილი ცალკე ჯამში ჩაყარეთ. თანდათან დაამატეთ ფქვილში გახსნილი საფუარი, ზეთი და მოზილეთ ცომი. თუ გსურთ, ცომი დატოვეთ თბილ ადგილას ნახევარი საათით, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის.

2. გაყავით ცომი სამ ნაწილად, თითოეული ნაწილიდან გამოჭერით დაახლოებით ხუთი მილიმეტრი სისქის მრგვალი ფირფიტა. თითოეული ფირფიტა გადაჭერით რვა სწორ სამკუთხედად. ფქვილის მიყრა საჭირო არ არის, ცომი არ ეწებება ხელებს.

3. სამკუთხედის ფუძეს დააწექით, დაადეთ ერთი ჩაის კოვზი ჯემი, კარგად ამოუხვიეთ გვერდები. ცომის ვიწრო ბოლო მსუბუქად გაჭიმეთ და გადაახვიეთ კრუასანის სახით.

4. დააწყვეთ კრუასანები საცხობზე, რომელსაც უსვია ზეთი. შედგით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ქურაში ოცი წუთით. გამოაცხვეთ ოქროსფრამდე.

5. მომზადებულ კრუასანს მოაყარეთ დაფქული შაქარი და ცხელი მიიტანეთ სუფრასტან. ჩაისთან ერთად ძალიან გემრიელია.

შიგთავსის შერცვლა გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ, მთავარია, თხელი არ იყოს. ვაშლი დარიჩინით, ნებისმიერი ტკბილი ჯემი, სეზონური ხილი… ყველაფერი შესანიშნავია. ასევე ცომი არის უნივერსალური, კარგად უხდება ნებისმიერ სამარცხვო ნამცხვარს.

პ.ს. შეგიძლიათ ცომს დაუმატოთ ერთი ჩაის კოვზი არაყი და ცელოფანში ცოტა ხნით შეფუთოთ. ინგრედიენტების შესაძენად დაახლოებით 3-ლარიდან 5 ლარამდე დაგჭირდებათ.

გენიუს.ჯი

უგემრიელესი სამარხვო კრუასანები 3 ლარის ინგრედიენტებით - მარტივი რეცეპტი

უგემრიელესი სამარხვო კრუასანები 3 ლარის ინგრედიენტებით - მარტივი რეცეპტი