წამალს, რომელსაც კორონავირუსის დამარცხება შეუძლია, ქართველი ექიმები აქამდეც იყენებდნენ

წამალს, რომელსაც კორონავირუსის დამარცხება შეუძლია, ქართველი ექიმები აქამდეც იყენებდნენ,,მალარიისა და ართრიტის წინააღმდეგ სამკურნალო მედიკამენტმა,„ჰიდროქსილქლოროკინმა“ კორონავირუსის წინააღმდეგ შესანიშნავი შედეგები აჩვენა”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა,  დონალდ ტრამპმა განაცხადა.

დონალდ ტრამპის განმარტებით, აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახურმა ამ მედიკამენტის გამოყენების ნებართვა გასცა.

პრეზიდენტის  თქმით, პრეპარატი თავდაპირველად გამოიყენება დამხმარე დანიშნულებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ექიმებს შეუძლიათ, მოითხოვონ ამ ექსპერიმენტული პრეპარატის გამოყენება პაციენტებზე, ხოლო შემდეგ სურსათისა და მედიკამენტების ზედამხედველობის სამსახური შეძლებს, შეაგროვოს მონაცემები მისი უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ.

როგორც ,,პრაიმტაიმი” წერს, საქართველოს აფთიაქების ქსელში იყიდება მედიკამენტი ,,პლაკვენილი” – ,,ჰიდროქსილქლოროკინი”.

ეს ის პრეპარატია, რომლის გამოყენებაზეც დონალდ ტრამპმა ისაუბრა და საგანგებო ბრიფინგიც მიუძღვნა.

როგორც გაირკვა, ,,პლაკვენილი” აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მალარიის საპროფილაქტიკო (დაავადების თავიდან ასაცილებლად განკუთვნილი) დანიშნულებით გამოიყენება. მისი მიღება ექიმის დანიშნულების გარეშე არ შეიძლება.

სააფთიაქო ქსელში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, რომ წამალი თავისუფალ გაყიდვაშია. ერთი კოლოფის ფასი, რომელშიც 60 აბია, 49 ლარი და 63 თეთრია.

პრაიმტაიმი