,,პესიმისტებმა დააყენეთ უკანალი! აპრილის შუა რიცხვებიდან ამ მედიკამენტის მასიურა გამოყენებას ვარაუდობენ” – ნუგზარ სულაშვილი

,,პესიმისტებმა დააყენეთ უკანალი! აპრილის შუა რიცხვებიდან ამ მედიკამენტის მასიურა გამოყენებას ვარაუდობენ" - ნუგზარ სულაშვილიყოველდღე სულ უფრო და უფრო დამაიმედებელი ინფორმაციები ვრცელდება, რომ მეცნიერები კორონავირუსთან გამკლავებას წარმატებით შეძლებენ. უცხოური მედიის ცნობით, უკვე არსებობს წამალი, რომელიც უზრუნველყოფს ვირუსის გამრავლების დაბლოკვას ორგანიზმში. პირველი ექსპერიმენტული ცდა წარმატებულია. პაციენტებმა 24 საათის შემდეგ უკეთესად იგრძნეს თავი. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს იქნება ცნობილი (იხილეთ წყარო).

დამაიმედებელ ინფორმაციას ავრცელებს საფრანგეთში მცხოვრები ნუგზარ სულაშვილიც.

,,საფრანგეთმა ბოლო 10 დღის განმავლობაში 124 ყველაზე მძიმე ავადმყოფზე გატესტა base de chloroqine.
როგორც აღმოჩნდა, კრიზისი დაძლიეს ისეთმა პაციენტებმა, რომელთა ასაკიც 75-90 წელი იყო და დამატებით გააჩნდათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები.
აპრილის შუა რიცხვებიდან აღნიშული მედიკამენტის მასიურ გამოყენებას ვარაუდობენ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

პ.ს. პესიმისტებმა დააყენეთ უკანალი და არაფერი დამიპოსტოთ. ნუ გადაიყვანეთ ჭკუიდან ეს საცოდავი ხალხი”, – დაწერა ფეისბუქში ნუგზარ სულაშვილმა.

ლომბარდიის რეგიონის ჯანდაცვის მეთაურის თქმით, გუშინ პირველი პოზიტიური დღე იყო ბოლო თვის განმავლობაში.

-დღეს ალბათ ყველაზე პოზიტიური დღეა ამ რთული თვის განმავლობაში. ახლა გამარჯვების სიმღერის დრო არ არის, მაგრამ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა, – განაცხადა ჯულიო გალერამ.