პაატა იმნაძე: ,,ამერიკასა და ჩინეთში წამლის გამოცდა უკვე მიმდინარეობს და საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც მას მიიღებს””

პაატა იმნაძე: ,,ამერიკასა და ჩინეთში წამლის გამოცდა უკვე მიმდინარეობს და საქართველო ერთ-ერთი პირველი იქნება, რომელიც მას მიიღებს"",,საგანგებო მდგომარეობა ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა მაშინ, როცა სიტუაცია კონტროლიდან იყო გამოსული. ჩვენთან ის ყველაფერი, რაც საერთოდ კეთდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს, გაკეთდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე.

სწავლის შეწყვეტა, თავშეყრის ადგილებზე შეკრებების აკრძალვა და ა.შ. საგანგებო მდგომარეობის ნაწილებია. ჩვენს ქვეყანაში ეს ყველაფერი უკვე კეთდება წინსწრებით გაცილებით ადრე, ვიდრე სხვა ქვეყნებში, რადგან ჩვენ უნდა დავასწროთ და არა – მივყვეთ მოვლენებს”, აცხადებს დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე და კორონოვირუსის მკურნალობის შესახებ აღნიშნავს:

-ჯერ არ არსებობს დაავადების სამკურნალო სპეციფიკური მედიკამენტი. არსებობს მხოლოდ სიმპტომატური მკურნალობა. გამოცდები მიდის სხვადასხვა პრეპარატის, მათ შორის, ებოლასი, შიდსის, მალარიის და ა.შ. ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჩანს კოპანია “გილიარდის“ მიერ შექმნილი ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი.

“გილიარდი“ საქართველოს დიდი მეგობარი კომპანიაა, რომლიც C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატს უფასოდ გვაწვდის. ახლა აშშ-სა და ჩინეთში “გილიარდის“ წამლის გამოცდა მიმდინარეობს. ამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაწყებულია და იმ შემთხვევაში, თუ ეს პრეპარატი მკურნალობისთვის დაშვებული იქნება, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც კორონავირუსის სამკურნლო პრეპარატს მიიღებს.

2020ნიუსი