მალხაზ ქვრივიშვილს ნერვიულობისგან ინფარქტი დაემართა – ,,გულის ფიცარი გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა”

მალხაზ ქვრივიშვილს ნერვიულობისგან ინფარქტი დაემართა - ,,გულის ფიცარი გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა"მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი მიოკარდიული ინფარქტის დიაგნოზით კლინიკაში მოათავსეს. ერთი სტენტი ჩაიდგეს და ორი კიდევ სჭირდება.

როგორც ამბობს, მან კორონავირუსისგან შექმნილ სიტუაციაზე ინერვიულა.

-ჩემს პარტნიორს ველაპარაკებოდი ჩვენი კარაოკე კლუბის „მეტროს“ დახურვაზე. რა ეშველება ჩვენთან მომუშავე პერსონალს-მეთქი, ვდარდობდი. ადამიანები ამ შემოსავალზე არიან დამოკიდებული. შუქის და გაზის ფული რომ მოუვათ გადასახდელი, საჭმლის და გზის ფული რომ უნდათ, რა უნდა ქნან? შეიძლება ამაზეც ვინერვიულე. ყველაფერი მოქმედებს ადამიანზე, – აღნიშნა მსახიობმა ,,პრაიმტაიმთან”.

-გულის ფიცარი უცებ გამიხურდა, სიმძიმე დამაწვა, კუნთები მომიდუნდა – კისრის, ხელების, თვალთ დამიბნელდა. მეუღლემ სასწრაფო გამოიძახა და მაშინვე გამომაქანეს „ჯო ენის“ კლინიკაში. ასე მომიკაკუნა მიქელამ. მე ვუთხარი, მისამართი შეგეშალა, ბატონო, მიქელ-მეთქი, – იუმორით ყვება მსახიობი გამოცემასთან.

პრაიმტაიმი (მალხაზ ქვრივიშვილთან და მის ცოლთან ინტერვიუ იხილეთ ქვემოთ)

მალხაზ ქვრივიშვილი: “არ მეგონა, ცოლს კიდევ თუ მოვიყვანდი” – ხათუნა ფეიქრიშვილმა მსახიობს ქორწინების შიში დააძლევინა