მაია ბუწაშვილი: ,,უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ინფორმირება, რომ დაინფიცირებულებიდან ყველა ვერ მოხვდება სტაციონარში”

მაია ბუწაშვილი: ,,უნდა დავიწყოთ მოსახლეობის ინფორმირება, რომ დაინფიცირებულებიდან ყველა ვერ მოხვდება სტაციონარში",,უნდა დავიწყოთ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ვინც დაინფიცირდება, ყველა ვერ მოთავსდება სტაციონარში… აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმალურად შეძლოს, რომ საყოველთაო კარანტინი არ გახდეს აუცილებელი”, – განაცხადა ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა თეონა ბაკურაძის ღამის ეთერში ,,ტვ პირველზე”.

-უნდა დავიწყოთ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ ვინც დაინფიცირდება, ყველა ვერ მოთავსდება სტაციონარში. დასაწყისში ამის ფუფუნება იყო. პრაქტიკულად პაციენტების უმრავლესობა, ვინც იწვა ჩვენს სტაციონარებში, უსიმპტომო იყო. მხოლოდ რამდენიმე პაციენტი იყო ისეთი, რომლებსაც სჭირდებოდათ ჰოსპიტალიზაცია. დანარჩენებს თავისუფლად შეეძლოთ ბინაზე დარჩენა, მაგრამ ეს იყო ეპიდემიის დასაწყისი, თან ყველა ფრთხილობდა, რომ რაიმე გართულება არ მოჰყოლოდა.

ახლა კი უნდა გადავიდეთ იმ რელსებზე, რომ სტაციონარი შენახულ იქნას რეზერვში იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ნამდვილად დასჭირდებათ, რადგან, როგორც იცით, 80 პროცენტზე მეტ შემთხვევაში დაავადება ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს და არავითარი სტაციონარი არ სჭირდებათ.

იხილეთ გადაცემის სრული ვიდეოჩანაწერი

თეონა ბაკურიძის ღამის ამბები – მაია ბუწაშვილი

📌 აუცილებალია თითოეულმა მოქალაქემ მაქსიმაურად შეძლოს, რომ საყოველთაო კარანტინი არ გახდეს აუცილებელი – მაია ბუწაშვილი

Gepostet von TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი am Freitag, 27. März 2020