ლელა კილაძემ ქმარს უჩივლა, გუკა რჩეულიშვილს ეძებენ – ,,ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა”

ლელა კილაძემ ქმარს უჩივლა, გუკა რჩეულიშვილს ეძებენ - ,,ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა",,ცენ­ტრ პო­ინ­ტის” ხელმძღვანელს, გუკა რჩე­უ­ლიშ­ვილს სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით  პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი გუკა რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის მიერ მე­უღ­ლის მი­მართ შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რის პი­რო­ბე­ბის დარ­ღვე­ვა გახ­და.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას ა­ხორ­ცი­ელებს, რომ დააკავონ. ის დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გ.რ.-ს მეუღლის -ლ.კ.-ს მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე  და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან გ.რ. არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას. პროკურორის დადგენილებით მასზე გამოცხადდა ძებნა.
გამოძიებით დადგინდა, რომ  გ.რ.-ს 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან -ლ.კ.-სთან რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გ.რ.-მ 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლ.კ.-ს ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.
აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გ.რ.-მ 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც, მისი განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო.
სამართალდამცველებმა გ.რ.-სგან წარმოდგენილი ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.
გ.რ.-ს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

.
ლელა კილაძე საზოგადოებამ მას შემდეგ გაიცნო, რაც ის თბილისის იმდროინდელი მერის, გიგი უგულავას მეუღლე გახდა. გიგი უგულავას პატიმრობის დროს ლელა მესამედ გათხოვდა გუკა რჩეულივილზე, რომელთანაც მეოთხე შვილი,  თრინითი ეყოლა.

ბოლო დროს ლელა კილაძე თავის ახალ გატახებაზე, ხატვაზე ყვებოდა.

-ცხოვრებაში რთული პერიოდი მქონდა და ვიფიქრე, ვცდი-ემთქი. რომ დავამთავრე და რღაცას ჰგავდა, ვიყავი ძალიან ბედნიერი. უცებ მივხვდი, რომ ხატვას ბევრი დრო უნდა დავუთმო. ახლა მხოლოდ ვხატავ და ვუვლი ძალიან დიდი ოჯახს… – მოუყვა ,,მთავარ არხს” ლელა კილაძემ.