,,კორონა დამეწყო მკერდის არეში ტკივილით” – ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომელმაც ვირუსი 10 დღეში დაამარცხა

,,კორონა დამეწყო მკერდის არეში ტკივილით" - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომელმაც ვირუსი 10 დღეში დაამარცხასოციალურ ქსელში ვრცელდება ინტერვიუ ქართველ ემიგრანტ ქალთან, რომელმაც კორონავირუსი 10 დღეში დაამარცხა. ინტერვიუ ჩაწერა ლელა ლაჩაშვილმა.

-ავადმყოფობის წინა პერიოდი.

-დამეწყო მკერდის არეში ტკივილით.
-გამოკვეთილი სიმპტომები.

-ყელის ტკივილი, ხველა, მაღალი სიცხე.
-მკურნალობა – სახლი თუ საავადმყოფო?

-მმკურნალობენ სახლში. მოაქვთ პრეპარატები, ყოველდღე მიკეთებენ სისხლის ანალიზს. საკვებს მიტოვებენ და მიდიან.
-როგორია ურთიერთობა მედ პერსონალთან? საბუთის არქონამ დაგაბრკოლათ რამეში თუ არა?

-საბუთი არავის მოუკითხავს, არც პასპორტი.
-რომელი დღიდან დაიწყო მდგომარეობის გაუმჯობესება?

-მეშვიდე დღიდან, ინჰალაციების ფონზე ხველა შემირბილდა.
-გქონდათ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემა ვირუსამდე?

-ორჯერ ინფარქტი მაქვს გადატანილი.
-თავს როგორ გრძნობთ ახლა?

-ახლა მეთოთხმეტე დღეა, კარგად ვარ, ხვალ ბოლო ნემსს გავიკეთებ და მორჩა. დღეს ცოტა თავი მტკიოდა წნევის გამო. სხვა მხრივ, კარგად ვარ, აღარ მახველებს.
-რას ურჩევდით პანიკაში მყოფ ადამიანებს?

-არც ისე საშიში ყოფილა, როგორც მეშინოდა, ჩვეულებრივი გრიპი მეგონა. რა თქმა უნდა, გართულებული.
-გეხმიანებიან მეგობრები და ახლობლები?

-კი, მაგრამ გაგიკვირდებათ და, ზოგს მესენჯერში შეხმიანებისაც ეშინია, ასე ჰგონია, გადაედება რამე. სამწუხაროა, ადამიანები დააშინა გარემოებამ, რაც ძალიან ცუდია.
სიცოცხლე მშვენიერია და არ აქვს მნიშვნელობა მატერილურ პრობლემებს. ნუ გეშინიათ! ეს ვირუსი ახალგაზრდებს ვერ ერევა, მე, შუახანს გადაცილებულმა ქალმა, 10 დღეში დავამარცხე და ახალგაზრდებს რისი უნდა ეშინოდეთ?!  დაიცავით ჰიგიენა, გისურვებთ ჯანმრთელობას!

ესაუბრა ლელა ლაჩაშვილი, ემიგრანტის ანონიმურობა დაცულია, მისივე სურვილიდან გამომდინარე. აქვე – კიდევ ერთი სასიხარულო ამბის სქრინს დავურთავთ, რომელსაც ესპანეთში მცხოვრები ემიგრანტები ავრცელებენ.

,,კორონა დამეწყო მკერდის არეში ტკივილით" - ინტერვიუ ქართველ ემიგრანტთან, რომელმაც ვირუსი 10 დღეში დაამარცხა