ჯორჯო არმანიმ 4 კლინიკას 1 250 000 მილიონი ევრო შესწირა – ,,იტალიას მაგრად გაუჭირდა”

ჯორჯო არმანიმ 4 კლინიკას 1 250 000 მილიონი ევრო შესწირა - ,,იტალიას მაგრად გაუჭირდა"იტალიის ყველა ქალაქში კარანტინია გამოცხადებული. იტალიის კლინიკებს ბიზნესმენები ეხმარებიან. ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯორჯო არმანიმ კორონავირუსთან საბრძოლველად 1 250 000 მილიონი ევრო გამოყო. თანხა მილანის 4 საავადმყოფოს გადაერიცხა.
,,მთელი იტალიის ვარსკვლავები წირავენ თანხებს. იტალიას მაგრად გაუჭირდა”, ,,ყველამ უნდა მიბაძოს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

საქართველოს დაავადებათა ეროვნული კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მათ ბიზნესმენები უკავშირდებიან და დახმარებას სთავაზობენ. ერთ-ერთმა სტამბამ ბუკლეტების უფასოდ დაბეჭდვა შესთავაზა ინფორმაციის უკეთ გასავრცელებლად. ამირან გამყელიძის თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა ვიყოთ.