გოჩა თავართქილაძე: ,,ჩვენი პაციენტები ჩვენი მეგობრები არიან“ –  კლინიკა ,,ჯითისი“ თქვენი ლამაზი ღიმილის სამსახურში

გოჩა თავართქილაძე: ,,ჩვენი პაციენტები ჩვენი მეგობრები არიან“ -  კლინიკა ,,ჯითისი“ თქვენი ლამაზი ღიმილის სამსახურშიწყნარი, სარელაქსაციო მუსიკა დაბალ ხმაზე, თეთრი ფერი კედლებზე და ყველაფერი საოცრად ჰაეროვნად გადაწყვეტილი. ვერც კი მივხდებით, რომ თქვენ სტომატოლოგიურ კლინიკაში მოხვდით.   ახალგაზრდა, წარმატებული ყბა-სახის ქირურგი და იმპლანტოლოგი, ბატონი გოჩა თავართქილაძე  რამდენიმე წელიწადია, რაც ქართულ მედიცინას დაუბრუნდა. უცხოეთში განსწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების შემდგომ  მან თბილისში საკუთარი სტომატოლოგიური  კლინიკა ,,ჯითისი“ დაარსა და დღეს  უკვე დარგის ერთ-ერთი აღიარებული ლიდერია.

 გოჩა თავართქილაძე: სტომატოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ორდინატურა კიევში გავიარე ყბა-სახის ქირურგიაში, მერე იყო  დამატებითი სტაჟირებები სიმსივნეებში. იმ პერიოდში გააქტიურდა  ისეთი სფერო, რასაც დენტალური იმპლანტაცია ჰქვია და მისი ათვისება დავიწყე.

საქართველოში როდის დაბრუნდით?

–  რეზიდენტურის დამთავრების შემდგომ იყო შემოთავაზება, რომ კიევში, კათედრაზე დავრჩენილიყავი და პრაქტიკული საქმიანობის პარალელურად, სტუდენტ-რეზიდენტებთან მემუშავა, მაგრამ რატომღაც ისე მოხდა, რომ საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე.  2009 წელს ჩამოვედი. ათი წლის წინ იმპლანტაცია მთელ მსოფლიოში ახალი მიმართულება იყო, შესაბამისად, საქართველოში ექიმებიც ნაკლები იყო, ამიტომ ამ მიმართულების კარგად ასათვისებლად, ამერიკასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში დავდიოდით.  ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში იმპლანტოლოგთა რაოდენობა გაიზარდა.

ამჟამად  ჯავახიშვილის უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ  ყბა-სახის ქირურგიული მიმართულებით, გახლავართ კლინიკა ,,ჯითისის“ დამფუძნებელი, სადაც ვახორციელებთ სპექტრის სრულ  მომსახურებას სტომატოლოგიაში და ყბა-სახის ქირურგიაში, ასევე ორთოპედიაში-ცერეკ-სისტემით.  გვაქვს წარმოდგენილი კლინიკაში კომპიუტერული ტომოგრაფია, ანუ სრული ტექნიკური სერვისით ვართ წარმოდგენილი. ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ  არ დაგვჭირდეს ჩვენი პაციენტის გაგზავნა  დიაგნოსტირებისთვის სხვა კლინიკაში. ყველა ტიპის სტომატოლოგიური და ყბა-სახის ქირურგიული მომსახურება წარმოდგენილია ერთ სივრცეში. ყველა ამბოლატორიული პროცედურა წარმოდგენილია ჩვენს კლინიკაში. ასევე ვატარებთ ორთოპედიულ სამუშაოებს, გვირგვინების,  ცირკონოფაიფურის, ლითონოფაიფურის, იმექსის და    ვიტას ბლოკებით გაჩარხული კბილების სწრაფ ტემპში დამზადებას.  ვინირების შემთხვევაში ხშირად 1 დღეშიც კი ვაბარებთ ჩვენს პაციენტს.

 უცხოელი პაციენტების მიღება თუ გიწევთ?

– ჩვენი ქალაქი დენტალ ტურიზმის ერთ-ერთ ცენტრად იქცა,  საქართველოში სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან ადამიანები და საკმაოდ ძვირადღირებულ მომსახურებებს ძალიან შეღავათიან ფასად იღებენ. შეიძლება ითქვას, უმაღლესი ხარისხის მკურნალობას ჩვენთან მეოთხედ ფასად იტარებენ. ამასთანავე სპეციალურად,  კომფორტული გარემოს შექმნისათვის, მათთვის ცალკე გავაკეთეთ, ჩვენივე კლინიკის ბაზაზე აპარტამენტები, სადაც ისინი დაბინავდებიან, აქვე იმყოფებიან კლინიკის ბაზაზე, გართულების შემთხვევაშიც სრული კონტროლი ადგილზე ხორციელდება. უცხოეთიდან ჩამოსული პაციენტი ჩვენს კლინიკაში სრულად იგვარებს მისი პირის ღრუს მდგომარეობას. ჩვენს პაციენტებთან მუდმივ კონტაქტზე ვართ, ,,მხოლოდ დღეს მიიღოს მომსახურება’-ეს მიდგომა ჩვენთან არ მუშაობს.  საფუძვლიანად, მაქსიმალურად და კომპლექსურად ვახორციელებთ სტომატოლოგიურ და ორთოდონტიულ მომსახურებას.

რა სირთულის ოპერაციებს აკეთებთ?

– ვაკეთებთ ყველა სირთულის – როგორც გადაუდებელ, ისე გეგმიურ ოპერაციებს, რომლის საჭიროებაც სხვადასხვა პათოლოგიის დროს გვაქვს. მწვავე ოპერაციების რაოდენობა გეგმიურთან შედარებით ნაკლებია. ვმუშაობთ ბავშვებთან , ჩვენთან უსაფრთხოების გარანტიები მაღალია და გამჭირვალეა მუშა პროცესი და სასტერილიზაციო დანადგარებიც მათ თვალწინ მუშაობს.

კარგია, რომ თანამშრომლებშიც გამიმართლა.  რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას საქმიანობისადმი, ჩვენ პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკისრებულ მოვალეობას, შეიძლება ითქვას , რომ თითქმის  24 საათის განმავლობაში ვართ ჩვენი პაციენტების ლამაზი ღიმილის სამსახურში. ეს იცით რატომ, ჩვენ არ ვუყურებთ პაციენტებს რუტინულად, სტანდარტულად, აღვიქვამთ მათ  მეგობრებად და გულშემატკივრებად.

 მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი საქმიანობა მხოლოდ დედაქალაქით არ შემოიფარგლება და საქართველოს რეგიონებსა და დიდ ქალაქებში გვიწევს გასვლითი სამუშაოების ჩატარება. მინდა ჩვენდა გასახარად გითხრათ, რომ ქართველი პაციენტების მხრიდან კბილების მოვლისა და მასზე ზრუნვის კულტურა საგრძნობლად გაზრდილია წინა წლებთან შედარებით და პრევენციული ღონისძიებებისთვის ადრე მომართვიანობა ძალიან დაბალი იყო, დღეისათვის კი ის საკმაოდ მაღალია. ეს მისასალმებელია და ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ  პაციენტებთან ამ მიმართულებით.

– რას ეტყოდით თქვენს პაციენტებს?

-ჩვენთან თქვენ სრული სტომატოლოგიური  სერვისი ერთ სივრცეში და ლამაზი ღიმილი გელოდებათ, მოგემსახურებიან პროფესიონალი სპეციალისტები და რაც მთავარია, აქ თქვენ გიყურებენ არა მხოლოდ როგორც პაციენტს, არამედ- როგორც  ჩვენს მეგობარს!