ბრონქო-მუნალი – ძლიერი იმუნიტეტი ვირუსებთან საბრძოლველად

ბრონქო-მუნალი - ძლიერი იმუნიტეტი ვირუსებთან საბრძოლველადგვესაუბრება ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

ვირუსული ინფექციები  და  მათი გართულებები –  სეზონთან დაკავშირებული პრობლემა

დღეს აქტუალური ვირუსული ინფექციების “საშიშროება” გამოიხატება მათი უნარით, გამოიწვიოს რესპირაციული გართულებები (პნევმონია, ბრონქიტი, ოტიტი, ტონზილიტი).

გართულებების დიდი პროცენტი მოდის მცირე ასაკის ბავშვებზე,  ვინაიდან მათ  ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ ორგანიზმის დაცვითი ფუნქცია, ასევე  ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ პირებზე. ძლიერი იმუნიტეტი ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა.

ბიძინა კულუმბეგოვი: რჩევები იმუნური სისტემის გასაძლიერებლად 

ყველა ნორმის დაცვის მიუხედავად, შეუძლებელია ბავშვი ისე გაიზარდოს, რომ ავად არ გახდეს, მაგრამ შესაძლებელია ისე მოვიქცეთ, რომ პატარა მაქსიმალურად იშვიათად ავადმყოფობდეს.  ამისათვის გასათვალისწინებელია შემდეგი რეკომენდაციები:

1. დავანოტივოთ ბავშვის სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსები.

როგორც ცნობილია, სასუნთქი გზების ვირუსი ორგანიზმში ცხვირისა და ყელის ლორწოვანი გარსებიდან იჭრება. სწორედ აქ მდებარეობს თავდაცვის პირველი საფეხური – როცა ამა თუ იმ მიზეზით ცხვირ-ხახის ლორწოვანი გამომშრალია, ადგილობრივი იმუნიტეტი აღარ მუშაობს და ვირუსი უფრო ადვილად იჭრება ორგანიზმში.

2. მივცეთ ბავშვს საკმარისი ოდენობის სითხე.

ლორწოვანის გამოშრობას იწვევს არასაკმარისი ოდენობის სითხის მიღება (მით უმეტეს, როცა მშობელი ბავშვს მეტისმეტად თბილად აცმევს), დაბინძურებული ჰაერი.

3. ხშირად გავანიავოთ ოთახი. 

ისეთ ოთახში დიდხანს ყოფნა, სადაც   ჰაერი გამომშრალია, ბავშვისთვის საზიანოა, ვირუსისთვის კი ხელსაყრელი.

4. ყოველდღე დავალაგოთ ოთახი სველი წესით.

5. ყოველდღე გავასეირნოთ პატარა სუფთა ჰაერზე.

თუ სწორად, ამინდის შესაფერისად ჩააცმევთ, ბავშვი არ გაცივდება.

6. დავიცვათ ჰიგიენის წესები, ხშირად ვიბანოთ ხელი. 

7. მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა იმუნიტეტის მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება.

იმუნოსტიმულატორების გამოყენება ამცირებს ვირუსული ინფექციების გართულებების სიხშირეს. პრეპარატის არჩევისას დიდი ყურადღება ექცევა მის მოქმედების მექანიზმს და მედიკამენტის ხარისხს. მედიკამენტის ხარისხზე  პასუხისმგებელი არის მისი მწარმოებელი კომპანია. ჩემთვის იმუნოსტიმულატორების ჯგუფში გამორჩეულ ადგილს იკავებს პრეპარატი ბრონქო-მუნალი, კომპანია სანდოზის მედიკამენტი. ამ კომპანიის მთავარი პრინციპი მედიკამენტების წარმოებაში არის მაღალი  ხარისხი და მრავალრიცხოვანი კვლევა  წარმოებამდე. მსოფლიოში ბრონქო-მუნალით ნამკურნალევი პაციენტების რიცხვი 60 მილიონზე მეტია. ის მოხვედრილია ევროპულ და ამერიკულ რეკომენდაციებში და   აღიარებულია  ევროპასა  და ამერიკაში, როგორც სანდო პროდუქტი.

 ბრონქო-მუნალით მკურნალობის უპირატესობები

ბრონქო-მუნალი შეიცავს  8 ტიპის  ბაქტერიის ლიოფილიზირებულ ლიზატს, რომლებიც უხშირესად იწვევს რესპირატორული ტრაქტის ინფექციებს და  ასევე ვირუსული ინფექციის გართულებებს, ის მიზეზია ხშირი  ავადობს. აღსანიშნავია, რომ ბრონქო-მუნალი არის ყველაზე კარგად შესწავლილი იმუნოსტიმულატორი ეფექტურობის და უსაფრთხოების ჭრილში. რადგანაც მასზე ჩატარებულია 500-ზე მეტი კონტროლირებადი კვლევა. დადგენილია, რომ ბრონქო-მუნალის გამოყენება დაავადების მწვავე პერიოდში აჩქარებს გამოჯანმრთელებას (73.7%-ით), თავიდან გვაცილებს რესპირაციულ გართულებებს  და მნიშვნელოვნად (67%-ით) ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას.

რინოსინუსიტისა და ცხვირის პოლიპის ევროპის რეკომენდაციის (2012) შესაბამისად, ბრონქო-მუნალი არის A დონის რეკომენდაცია ქრონიკული და ჩირქოვანი ტონზილიტების  დროს.

ბრონქო-მუნალი გახლავთ იმუნოსტიმულატორი, რომელსაც აქვს სპეციალურად შემუშავებული ორი ფორმა, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოზრდილებისთვის, რაც საშუალებას იძლევა, ბავშვს დაენიშნოს უშუალოდ  საბავშვო ფორმა.

ბრონქო-მუნალი გამოიყენება როგორც საპროფილაქტიკოდ, ასევე დაავადების მწვავე პერიოდში.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრონქო-მუნალით პროფილაქტიკა რისკის ჯგუფის პაციენტებში, როგორიც  არის: საბავშვო ბაღის და სკოლის აღსაზრდელები, პასიური მწეველები, ბავშვები, რომელთა დედები მოიხმარდნენ თამბაქოს ორსულობის დროს, ხანდაზმული პაციენტები, მწეველები, პაციენტები ქრონიკული ბრონქიტით, ფქოდ-ით.

ვაქცინაცია და ბრონქო-მუნალი

მსოფლიო და საქართველოს ჯანდაცვის ორგანიზაციები ხშირი ავადობისგან დასაცავად, მოუწოდებენ მასობრივ ვაქცინაციაზე. გრიპის ვაქცინა ორგანიზმს იცავს ვირუსული ინფექციისგან, ხოლო ბრონქო-მუნალი ბაქტერიული ინფექციებისგან, მათი ერთობლივი გამოყენება (ვაქცინაციიდან 10-დღიანი ინტერვალის დაცვით) მაქსიმალურად გააძლიერებს ორგანიზმის დაცვით ფუნქციას – იმუნიტეტს.

მნიშვნელოვანია ბრონქო-მუნალის გამოყენება ნებისმიერი  ტიპის გრიპის რესპირატორული გართულებების საპროფილაქტიკოდ.

ძვირფასო მშობლებო, თუ თქვენი შვილი ხშირად ცივდება, საგანგაშო არაფერია, ყველაფერი მოგვარებადია, თუ სწორად მიუდგებით პრობლემას, გაითვალისწინებთ ზემოთ აღნიშნულ რჩევებს და დროულად მიმართავთ სპეციალისტს.

ბრონქო-მუნალი - ძლიერი იმუნიტეტი ვირუსებთან საბრძოლველად