ამირან გამყრელიძემ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა

ამირან გამყრელიძემ შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრადაავადებათა კომტროლის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ,,ტვ პირველის” ეთერში შვილის, ნიკოლოზ გამყრელიძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

-ჯერჯერობით გართულების გარეშე მიმდინარეობს ნიკას ჯანმრთელობის მდგომარეობა. არის მცირე სიმპტომები, თუმცა გართულების გარეშე. არამხოლოდ ნიკასი, ყველა იმ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა გახლავთ დამაკმაყოფილებელი. მხოლოდ ერთი რჩება საყურადღებოდ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა ეს შემთხვევა დამთავრდება სრული გამოჯანმრთელებით.

14 დღე გავიდა, რაც პირველ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი. იმედი გვქონდა, რომ მას ანალიზების შემდეგ დაუდასტურდებოდა უარყოფითი სინჯი, თუმცა ასე არ მოხდა. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საგრძნობლად დაქვეითებულია ვირუსი ნაცხში, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოჯანმრთელების გზაზეა. აქედან გამომდინარე, ის პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში დარჩება სრულ გამოჯანმრთელებამდე,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძესთან, მის მეუღლესა და შვილებთან ინტერვიუ იხილეთ ,,სარკის” მიმდინარე ნომერში.