ვინ არის თურქეთში მოკლული ქართველი ქალი – ,,ტყვია ირმას მოხვდა გულში”

ვინ არის თურქეთში მოკლული ქართველი ქალი - ,,ტყვია ირმას მოხვდა გულში”თურქეთში, ქალაქ კაიზერში ქართველი ემიგრანტის, ირმა კრავეიშვილის მკვლელობისთვის 28 წლის თურქი მამაკაცი დააკეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი ღამის კლუბში მუშაობდა. სამსახურის შემდეგ ის და მისი თანხმლები ორი ქალი მანქანაში ჩასხდნენ. ამ დროს მათ ავტომობილს ესროლეს და სამივე ქალი დაჭრეს. სამწუხაროდ, ირმა კრავეიშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა, მისი თნხმლები პირები კი კლინიკაში რჩებიან.

,,ირმა კეთილი, თბილი, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. ეს საშინელება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რა რთულ პირობებში უხდებათ ქართველ ემიგრანტებს ოჯახების რჩენა. როგორც მითხრეს, ბრმა ტყვიას ემსხვერპლა, სხვას ესროდნენ და ერთ-ერთი ტყვია ირმას მოხვდა გულში. მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ძალიან უბოროტო ადამიანი იყო, რაც უნდა პრობლემა ჰქონოდა, სხვას არ აჩვენებდა, მაინც იღიმოდა. არადა ვინ იცის, რამდენ ტკივილს და მონატრებას დაატარებდა გულით.

ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. თურქული კარგად იცოდა. სამუშაოდ ჩამოსულ ხალხს დასაქმებაში ეხმარებოდა”, – წერს მისი მეგობარი.

ამ ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ირმა კრავეიშვილს ახალგაზრდა და გარდაეცვალა.