შემწვარი ქათამი კომშით – არომატული კერძი ცივ დღეებში

შემწვარი ქათამი კომშით - არომატული კერძი ცივ დღეებშიქათამი კომშით

კომში – დაახლოებით 4 ცალი;
მცენარეული ზეთი – 6 ს/კ;
ზაფრანა – 1 ჩ/კ;
ქათამი – 1,5 კგ;
საშუალო ზომის ხახვი – 1 ცალი;
ტომატის პასტა – 2 ს/კ;
შავი ქლიავის ჩირი – 10 ცალი;
მარილი და პილპილი – გემოვნებით;
მომზადება:
დაჭერით კომში კანიანად. ეცადეთ, ნაჭრები გამოვიდეს საშუალო სისქის. საშუალო ცელცხლზე შეწვით დაჭრილი კომში მცენარეული ზეთით – დაგჭირდებათ სულ 5 წუთი. დაუმატეთ ზაფრანა და კიდევ 5 წუთი გააჩერეთ, შემდეგ კი გადმოდგით ცეცხლიდან.

ღრმა ტაფაზე შეწვით ქათმის საშუალო ზომის ნაჭრები,  5 წუთში დაუმატეთ ხახვი. როცა ქათმის ხორცი წვენის გამოყოფას დაიწყებს ,დაუმატეთ წყალში გარეული ტომატპასტა. გააჩერეთ კიდევ 10-15 წუთი. ამის შემდეგ დაუმატეთ კომში და ქლიავის ჩირი, ასევე – მარილი და პილპილი.  დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 30 წუთი დაბალ ცეცხლზე.

გემრიელია.ჯი