,,საქართველოს ხსენებისას პუტინი გაწითლდა და საუბარი შეგვაწყვეტინა” – რას იხსენებს აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთში

,,საქართველოს ხსენებისას პუტინი გაწითლდა და საუბარი შეგვაწყვეტინა” - რას იხსენებს აშშ-ს ყოფილი ელჩი რუსეთშიაშშ-ს ელჩი რუსეთში (2008-2012 წლებში) ჯონ ბაირლი პუტინთან პირველი შეხვედრის შესახებ, რომელიც 1999 წელს შედგა, ყვება:

-გაოცებული ვიყავი, იგი [პუტინი] როგორი დისციპლინის მქონე, უემოციო იყო და როგორ კარგად მომზადებული და ჭკვიანი მოსაუბრე ჩანდა…

ნახევარი საათის განმავლობაში ნორმალური შეხვედრა გვქონდა. ჩვეული წესით, რუტინულად განვიხილავდით დღის წესრიგს, სანამ საქმე არ მივიდა საქართველომდე [საუბარი შეეხებოდა საქართველოს მიერ ჩეჩენი ტერორისტების შეკავებას ქვეყნის ტერიტორიაზე]…

ამ დროს დავინახეთ, რომ პუტინის სახემ ნელ-ნელა გაწითლება დაიწყო. ის ნელ-ნელა გადმოიწია სკამზე და შეხვედრისას პირველად შეგვაწყვეტინა საუბარი.

-თქვენი მეგობარი შევარდნაძე სულელია! – თქვა და შემდეგ დეტალებში  გააგრძელა მოყოლა, რატომ იყო შევარდნაძე სულელი.

სულ რაღაც ორ-სამ წუთში ოთახში ტემპერატურა 5-10 გრადუსით დაეცა. შემდეგ შეხვედრებზეც, პრეზიდენტ კლინტონთან ერთად, კარგად ვგრძნობდით, რომ [უემოციო და გაწონასწორებულ] პუტინს ძალიან ძლიერი, შინაგან ინსტინქტებს დამორჩილებული ანტიქართული გრძნობები ჰქონდა.

2008 წელს როცა მოსკოვში ელჩის რანგში ჩავედი, ვთქვი: ,,არასოდეს მიგრძვნია, რომ ადგილზე ბრძოლის სუნი ისე იგრძნობოდეს, როგორც ახლა”. და ეს იყო ზუსტად ერთი თვით ადრე, სანამ საქართველოში ომი დაიწყებოდა.

მოამზადა თამარ ტყემალაძემ. იხილეთ ვიდეო