როგორ შევამციროთ ვირუსული ინფექციებით გამოწვეული რესპირაციული გართულებების რისკი? – ექსპერტის რჩევა

როგორ შევამციროთ ვირუსული ინფექციებით გამოწვეული რესპირაციული გართულებების რისკი? - ექსპერტის რჩევასეზონური გრიპით მძიმე ავადობის ყველაზე მაღალი რისკი არის ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, თანმხლები დაავადებების და სუსტი იმუნიტეტის მქონე პირები.

COVID-19-ის შემთხვევაში, ხანდაზმული ასაკი და თანმხლები დაავადება განსაკუთრებულად ზრდის მძიმე ავადობის განვითარების რისკს. მისი ყველაზე ხშირი და სახიფათო გართულება – რესპირაციული ტრაქტის ინფექციებია.

როგორ შეიძლება სასუნთქი გზების ინფექციების ზოგადად და მათი, როგორც გართულებების რიცხვის შემცირება – გვესაუბრება კახა ვაჭარაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ ფთიზიატრიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, საქართველოს რესპირაციული ასოციაციის და ამიერკავკასიის ექიმთა ლიგის პრეზიდენტი, ეროვნული პრემიის ლაურეატი მედიცინაში.

– ბატონო კახა, რამდენად ხშირია მწვავე რესპირაციული დაავადების გავრცელება?

– მწვავე რესპირაციული დაავადებები იყოფა ორ ჯგუფად: ზედა (გაციება, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი) და ქვედა სასუნთქი გზების (ბრონქიტი, პნევმონია) ინფექციებად.

მწვავე რესპირაციული ინფექციები მეტად ხშირია და წარმოადგენს ავადობის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ის თანამედროვე პრაქტიკული მედიცინის სერიოზულ პრობლემად რჩება. მწვავე რესპირაციული დაავადება ხშირად რთულდება, ახასიათებს ხანგრძლივი მიმდინარეობა და შესაძლოა წელიწადში რამდენჯერმე განმეორდეს.

– როგორ ავიცილოთ თავიდან რესპირაციული დაავადება?

– მთელს მსოფლიოში პროფილაქტიკა მიიჩნევა თანამედროვე და პრიორიტეტულ მიმართულებად, ის ბევრად უფრო ეფექტური და მომგებიანია, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში თავიდან გვაცილებს როგორც თვითონ დაავადების განვითარებას, ასევე მის გართულებებს.

– რას გვირჩევთ თქვენ, როგორც პროფესიონალი, რესპირაციული გართულებების საპრევენციოდ?

– მწვავე რესპირაციული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ჩემს კლინიკურ პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ პრეპარატ ბრონქო-მუნალს, რომელიც ძალიან ფართოდ ინიშნება მთელს მსოფლიოში და არის ყველაზე კარგად შესწავლილი იმუნოსტიმულატორი. სწორედ იმუნოსტიმულატორებით იმუნიტეტზე დადებითი ზემოქმედება წარმოადგენს ყველაზე ეფექტურ მოდელს, რესპირაციული დაავადებების განვითარების ან მისი გართულებების თავიდან ასაცილებლად.

თუ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, უპირველეს ყოვლისა ზედმიწევნით დაიცავით ჰიგიენა: კარგად დაიბანეთ ხელები საპნით ქუჩიდან შინ შესვლისას, მიირთვით ჯანსაღი და დაბალანსებული საკვები; იყავით ფიზიკურად აქტიური; იძინეთ ორგანიზმისთვის საკმარისი ხანგრძლივობით.

სასუნთქი სისტემის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენეთ იმუნოსტიმულატორები: მაგალითად ბრონქო-მუნალი.

– რა განაპირობებს იმას, რომ თქვენს კლინიკურ პრაქტიკაში ირჩევთ სწორედ ბრონქო-მუნალს?

– ბრონქო-მუნალი ფაქტიურად ბუნებრივი ვაქცინის როლს ასრულებს, ის შეიცავს იმ ბაქტერიების შტამების ლიზატს, რომელიც ყველაზე ხშირად იწვევს რესპირატორული გზების მწვავე და ქრონიკულ ინფექციებს, ამიტომ მისი გამოყენება დაავადების პროფილაქტიკის მიზნით თვალსაჩინო შედეგებს იძლევა, რასაც პაციენტებიც აღნიშნავენ.

პროფილაქტიკასთან ერთად, ბრონქო-მუნალის გამოყენება ხდება დაავადების მწვავე პერიოდშიც, დაავადების მიმდინარეობის შესამსუბუქებლად და გართულებების თავიდან ასაცილებლად.

პრეპარატის არჩევისას მნიშვნელოვანია როგორც პრეპარატის საერთაშორისო აღიარება, ასევე საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება. სტატისტიკური მონაცემებით მსოფლიოში ბრონქო-მუნალით ნამკურნალევი პაციენტების რიცხვი 60 მილიონზე მეტია. ამ პაციენტებს შორის უხვად მოიძებნება ჩემი პირადი პაციენტებიც. ბრონქო-მუნალის მოქმედების მექანიზმი სრულიად შეესაბამება დაავადების განვითარების მექანიზმს: ბრონქო-მუნალი ასტიმულირებს როგორც ადგილობრივ იმუნურ პასუხს სასუნთქ გზებში, ისე ხელს უწყობს სისტემური (ზოგადი) იმუნური პასუხის განვითარებას. ევროპაში ჩატარებული მაღალი სარწმუნოების კვლევებით დადგენილია, რომ ბრონქო-მუნალის გამოყენება დაავადების მწვავე პერიოდში აჩქარებს გამოჯანმრთელებას (73.7%-ით) და მნიშვნელოვნად (67%-ით) ამცირებს ანტიბიოტიკების გამოყენების საჭიროებას, რაც თავისთავად ხელს უწყობს შემცირდეს ანტიბიოტიკების რეზისტენტობის განვითარების რისკი.

– შესაძლებელია თუ არა ბრონქო-მუნალის ვაქცინასთან ერთად მიღება?

– დიახ, შესაძლებელია, ბრონქო-მუნალის გამოყენება ამყარებს და ახანგრძლივებს გრიპის ვაქცინაციის შედეგებს. რესპირაციული ინფექციებით ავადობა და ანტიბიოტიკების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტების იმ ჯგუფში, რომელიც გრიპის ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ (10 დღიანი ინტერვალით) იღებდა ბრონქო-მუნალს, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც მხოლოდ გრიპის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

პაციენტისთვის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან ერთად მნიშვნელოვანია ბრონქო-მუნალის მარტივი დოზირების რეჟიმი, მოზრდილების და საბავშვო ფორმის ზუსტი გამიჯვნა.

როგორ შევამციროთ ვირუსული ინფექციებით გამოწვეული რესპირაციული გართულებების რისკი? - ექსპერტის რჩევა