,,ის ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკურად არის ჯანმრთელი” – ამირან გამყრელიძე

,,ის ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკურად არის ჯანმრთელი" - ამირან გამყრელიძესაქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც შემოვიდა აზერბაიჯანის გავლით ირანიდან. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

-ის ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, კლინიკურად არის ჯანმრთელი. მხოლოდ არის ცირკულაცია ვირუსის. ხაზს ვუსვამ, რომ 82 პროცენტში მიმდინარეობს მსუბუქად. სიკვდილიანობის და გართულებების პროცენტი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე იყო 2003 და 2012 წლებში, როცა იყო ეპიდემიური აფეთქებები, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.