,,ჩვენ ეს შევძელით!” – მარიამ მეგრელიძე და ოთარ წიკლაური მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა შორის არიან

,,ჩვენ ეს შევძელით!" - მარიამ მეგრელიძე და ოთარ წიკლაური მსოფლიოს საუკეთესო მოცეკვავეთა შორის არიანქართველი მოცეკვავეების წყვილმა, ოთარ წიკლაურმა და მარიამ მეგრელიძემ უდიდეს წარმატებას მიაღწია. მათ იტალიაში, ქალაქ პრატოში ღია საერთაშორისო ჩემპიონატის ახალგაზრდების ქვეჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ოთარი და მარიამი  საქართველოს სპორტული ცეკვების ფედერაციის სტუდია ,,არტ დენსის”  (ხელმძღვანელი ლევან ახვლედიანი) წამყვანი ათლეტები არიან, ასევე – კავკასიის, საქართველოსა და სხვა ღია რეიტინგული შეჯიბრებების თასების მფლობელები.

ოთარ წიკლაური და მარიამ მეგრელიძე მსოფლიოს მოცეკვავეთა ტოპ 25-ში 24-ე ადგილს იკავებენ. ,,ჩვენ ეს შევძელით!” – წერენ სოციალურ ქსელში.