,,ბიჭო, სახლში ბავშვები არიან!” – ბაღდათში ხანძარს დედა და მისი ოთხი შვილი ემსხვერპლა – ვიდეო

,,ბიჭო, სახლში ბავშვები არიან!" - ბაღდათში ხანძარს დედა და მისი ოთხი შვილი ემსხვერპლა - ვიდეობაღდათში, წერეთლის ქუჩაზე საშინელება ტრიალებს. საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს 5 ადამიანი, დედა და მისი ოთხი შვილი ემსხვერპლა. ქალი მეხუთე შვილზე იყო ორსულად.

მიტოვებულ სახლში სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს, რომ ხანძარს დიდი მსხვერპლი მოჰყვ. მათ ადგილზე ხუთი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ოთხი ბავშვი.

ადგილზე იმყოფება მხარის რწმუნებული ზვიად შალამბერიძე. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ნახეთ ვიდეო.