26 თებერვალს გიორგი გაგნიძე თბილისის კონსერვატორიაში მასტერ კლასს გამართავს

26 თებერვალს გიორგი გაგნიძე თბილისის კონსერვატორიაში მასტერ კლასს გამართავსმსოფლიოს ვარსკვლავი, ბარიტონი გიორგი გაგნიძე 26 მაისს თბილისის კონსერვატორიაში მასტერ კლასს მართავს, რომ სტუდენტებს მსოფლიო სცენებისკენ გაუკაფოს გზა. ახალგაზრდებს თავის გამოცდილებას გაუზიარებს, თუ როგორ უნდა მიაღწიან წარმატებას, როგორ აუწყონ ფეხი იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ოპერის მომღერლები დგანან და როგორ მოერგონ იმ რიტმს, რაც დღეს მსოფლიოშია.

-თბილისის კონსერვატორიას აქვს უზარმაზარი ტრადიციები, როგორც ვოკალურ, ისე ინსტრუმენტალურ ჟანრში. ძალიან ბევრი ნიჭიერი სტუდენტი მოდის. ვინც უკვე გავიკაფეთ გზები საერთაშორისო სცენებზე, გვინდა, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ.

26 თებერვალს გიორგი გაგნიძე თბილისის კონსერვატორიაში მასტერ კლასს გამართავსეს იყო ნანა შარიქაძის დამსახურება. გაიგო, რომ საქართველოში ვიყავი ოჯახთან და დამიკავშირდა. პატარა პაუზა მაქვს ხოლმე. გადავდე რაღაც პროდუქციები და ვთქვი, რომ ოჯახს უნდა დავბრუნებოდი, – ამბობს გიორგი გაგნიძე.

ქართველი ბარიტონი მარტში მეტროპოლიტენის ოპერაში სპექტაკლ ,,ტოსკაში” ითამაშებს, წელს მეტროპოლიტენში სამ სპექტაკლშია მიწვეული. მისი კალენდარი 4 წლის განმავლობაში უკვე გაწერილია. ცოტა ხნის წინ ნეაპოლიდან დაბრუნდა, სადაც ,,ტოსკაში” ითამაშა – ნახეთ ვიდეო.

https://www.facebook.com/dilaformulaze/videos/487609622125197/?t=3