საშობაო დესერტის და მასკარპონეს მომზადების მარტივი რეცეპტები

საშობაო დესერტის და მასკარპონეს მომზადების მარტივი რეცეპტებისაშობაო დესერტი

ეს ნამცხვარი არ ცხვება. ნამცხვრის ძირი მზადდება სამზარეულოს კომბაინში დაქუცმაცებული ორცხობილებისგან. ემატება კარაქი და თხილი და იტკეპნება მინის ჭურჭლის ფსკერზე.

დაქუცმაცების ადვილი ხერხია – დატეხილ ორცხობილები მოათავსეთ ქსოვილის ტომარაში და მაგიდას რამდენჯერმე დაარტყით, მერე ტომარას ცომის გასაბრტყელებელი ჯოხით გადაუარეთ და ბოლომდე დაფშვენით.

დაქუცმაცებული ორცხობილები მოათავსეთ ტაფაზე და დაბალ ცეცხლზე დადგით. დაუმატეთ მსხვილად დაფქული თხილი ან ნიგოზი, შემდეგ კარაქი და კარგად მოურიეთ. მასა გაერთიანდება და მიიღებთ ერთგვაროვან ცომს.

ცოტა შეაგრილეთ, დაყავით ნაწილებად და თითოეული ნაწილი ჩატკეპნეთ სადესერტო ჭურჭლის ფსკერზე.
ჩისქეიქის გული მზადდება ნაღების ყველით მასკარპონეთი (თუ მასკარპონეს ვერ იყიდით, ქვემოთ გთავაზობთ ყველის რეცეპტს, რომლითაც მასკარპონეს ჩაანაცვლებთ), რომელსაც ჩაუმატებთ ცოტა ნაღებს, მოურევთ, დაუმატებთ გემოვნებით შაქრის პუდრას და ჭურჭელში ჩატკეპნილ ცომს წაუსმევთ.

მასკარპონეს შუაგულში ჩაუმატეთ ლიმონის კრემი – ჩვეულებრივ მოხარშულ კრემს დაახეხეთ ლიმონის კანი…

კრემს მოაყრით ჟოლოს ან ნებისმიერ ხილს თქვენი გემოვნების მიხედვით. დააჭრით ნუშს, თხილს ან ნიგოზს, მოახეხავთ შავ შოკოლადს და მორთავთ პიტნით.

რით ჩავანაცვლოთ მასკარპონე

მასკარპონე – ძალიან ცხიმიანი და კალორიული მდნარი ყველია, რომელსაც კრემის მსგავსი შემადგენლობა აქვს. ყველს უწოდებენ,

საშობაო დესერტის და მასკარპონეს მომზადების მარტივი რეცეპტები

Mascarpone in glass bowl, ingredients for tiranisu

მაგრამ მის მოსამზადებლად ნაღები, აჭრილი ღვინის მჟავა, ლიმონის წვენი ან ღვინის ძმარი გამოიყენება. მასკარპონეს მსგავსი ხაჭოს მასის მომზადება რამდენიმე მეთოდით შეიძლება.

როგორ მოვამზადოთ მასკარპონე ხაჭოსგან

230 გრ უმჟავო ცხიმიანი ხაჭო, 2 ს/კ არაჟანი და 2 ს/კ 35%-იანი ნაღები მიქსერით ამოიყვანეთ.

მასკარპონე არაჟნისგან

აიღეთ 500 გრ ხარისხიანი ცხიმიანი არაჟანი, უმჯობესია სახლის არაჟანი, და 1,5 ს/კ ლიმონის წვენი დაუმატეთ. აურიეთ და მასა დაბალ ცეცხლზე დადგით. ნარევი ხარშეთ 5 წუთით, თან მუდმივად მოურიეთ. არ აადუღოთ! როცა არაჟანი თხევადი გახდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ!

მიღებული მასა ბამბის ქსოვილ ან ვაფლის პირსახოცგადაფარებულ საწურზე გადაიტანეთ. მთელი ღამე ასე დატოვეთ, რომ შრატი დაიწუროს. 500 გრ არაჟნისგან დაახლოებით 300 გრ მასკარპონე გამოვა.

მასკარპონე ნაღებისგან

მშრალ ქვაბში ცხიმიანი ნაღები (25 ან მეტი პროცენტის) და ნახევარი ლიმონის წვენი აურიეთ. მიღებული მასა წყლის ორთქლზე გააცხელეთ. მუდმივად მოურიეთ. 6-9 წუთის შემდეგ ნაღები შესქელდება. ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ. მიღებული პროდუქტი ბამბის ქსოვილის ან 8 ფენა მარლის ქვეშ გაწურეთ.

როცა შრატი დაიწურება, მარლის ბოლოები ისე შეკარით, რომ კვანძი მიიღოთ. ყველი 3-5 საათით დაკიდეთ, რომ შრატი მოაშოროთ. 1 ლ ნაღებისგან დაახლოებით 360 გრ მასკარპონე გამოვა.

სარკე ბედნიერ შობას გისურვებთ!