მერაბ სეფაშვილის ცოლს ინსულტი დაემართა – ,,ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის”

მერაბ სეფაშვილის ცოლს ინსულტი დაემართა - ,,ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის"მომღერალ მერაბ სეფაშვილის მეუღლე ნინო ჯურხაძე იშემიური ინსულტის დიაგნოზით რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ის ცუდად რამდენიმე დღის წინ გახდა.

-გაუარესება რომ არ შეინიშნება, ექიმები თვლიან, რომ ნინო სტაბილურად არის, –  განაცხადა გია გოგორიშვილმა ,,პრაიმტაიმთან”.

-მერაბს ძალიან ვუყვარვართ მეც და თავისი შვილებიც, ოჯახი საერთოდ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას ჩვენ გარეშე არ შეუძლია. არც ქალებში დადის. გვყავს შვილები და ისინი ჩვენი სიცოცხლე არიან – ნიკუშა და სანდრო. ძალიან მოსიყვარულე ბავშვები გვყავს. ისინი ჩემთან უფრო ახლოს არიან, არა იმიტომ, რომ დედა უფრო უყვართ, მერაბი სულ წასულია, – უყვებოდა ,,სარკეს” რამდენიმე წლის წინ ნინო ჯურხაძე.

– არის მომენტები, ცოტა ადრეულ სტადიაში, როცა პოპულარობა სირთულეს უკავშირდება, ცოლ-ქმრის ურთიერთობას ვგულისხმობ. პოპულარული ადამიანის ცხოვრების წესი ძალიან რთულია, ამდენად ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაშიც ყოფილა დაძაბულობები, – ყვება ერთ-ერთ ინტერვიუში მერაბ სეფაშვილი.

ცნობილ წყვილს შვილიშვილები ჰყავს.