ლელა მებურიშვილი: ,,ჩემს შვილებს შაქარი არასოდეს გაუსინჯავთ”

ლელა მებურიშვილი: ,,ჩემს შვილებს შაქარი არასოდეს გაუსინჯავთ"მსახიობმა ლელა მებურიშვილმა შაქრის მავნე თვისებებზე ბევრი წაიკითხა და გადაწყვიტა, შვილების, ლილიკო და ალექსანდრე საგანელიძეების რაციონიდან საერთოდ ამოეღო.

ლელა მებურიშვილი:

– ვცდილობ, თავადაც არ მივიღო შაქარი. ყავას, ჩაის უშაქროდ ვსვამ. ვცდილობ, ტკბილელიც ნაკლებად მივირთვა. ჩემს შვილებს შაქარი მართლა არასდროს გაუსინჯავთ, თაფლით ვუტკბობ ფაფას. შოკოლადს ჭამენ, მაგრამ მწარეს, ნაკლებ შაქრის შემცველს, სახლში გამომცხვარ ორცხობილას და კექსსაც მიირთმევენ. კანფეტს საერთოდ არ ჭამენ, არანაირს. გაზიანი სასმელი არასდროს გაუსინჯავთ.

მკურნალი.ჯი