,,ლაშას სიუჟეტმა დამანგრია, გამანადგურა” – ნატო გელაშვილმა ლაშა ნანობაშვილს 2000 ლარი აჩუქა

,,ლაშას სიუჟეტმა დამანგრია, გამანადგურა" - ნატო გელაშვილმა ლაშა ნანობაშვილს 2000 ლარი აჩუქაპროექტი „მხოლოდ ქართული“ 20 იანვარს ლაშა ნანობაშვილმა დატოვა. ავტორ-შემსრულებელმა, ნატო გელაშვილმა,  რომლის შვილი, ლუკა ჭოხონელიძე ამ პროექტის მონაწილეა,  2  ათასი ლარი აჩუქა.

-ლაშას სიუჟეტი რომ ვნახე, დამანგრია. მისი ავადმყოფი დედა უცხოეთში სამუშაოდაა წასული, სახლი დაკარგეს. ლაშა ვიღაცასთან ცხოვრობს და როგორც სიუჟეტიდან გავიგე, ლაშა დედასთან ჩასასვლელი ბილეთის ფულისთვის იყო პროექტში…

წარმოიდგინეთ, სიმსივნით დაავადებული ქალი რომ წავა სამუშაოდ… რა კონკურსი და რა სიმღერა, ხალხო?! ამ ისტორიამ დამანგრია. ლაშა რომ პროექტს გამოეთიშა, ძალიან ვინერვიულე. წარმოიდგინეთ, იმედის ნაწერწკალი რომ გაქვს და იმასაც რომ კარგავ. ჩავთვალე, თუ მისთვის ეს ბილეთი გადამრჩენია, ვაჩუქო თანხა. თუმცა რაშიც უნდა, იმაში გამოიყენოს. ეს იყო ჩემი, როგორც დედის გადაწყვეტილება. თუ კიდე ვინმე შემომეხიდება და დახმარებას გადაწყვეტს, ორივე ხელით მივესალმები… ბანია, სოლისტი მომღერალი არ არის, კარგი ყური აქვს. აუცილებლად მინდა, დავეხმარო შემოქმედებითად და მესამე შვილივით აქტიურად დავუდგე გვერდით, – ამბობს  „პრაიმტაიმთან“ ნატო გელაშვილი – იხილეთ ლაშა ნანობაშვილის გამოსვლა ,,მხოლოდ ქართულში”.

ლაშა ნანობაშვილი – კიდევაც დაიზრდებიან

ლაშა ნანობაშვილი – კიდევაც დაიზრდებიან 🎵0 800 100 108 – ზარი უფასოა 📲

Gepostet von მხოლოდ ქართული am Montag, 20. Januar 2020