გუდაურიდან ჩინეთის მოქალაქეები ვირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანეს

გუდაურიდან ჩინეთის მოქალაქეები ვირუსის სიმპტომებით თბილისში გადმოიყვანესგუდაურიდან თბილისში ვირუსის სიმპტომებით ჩინეთის 9 მოქალაქე გადმოიყვანეს, მათ შორის 2 ბავშვია. 9-ვეს ინფექციურ საავადმყოფოში, ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსებენ. ჩინეთის მოქალაქეებს მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომები აღენიშნებათ.

ისინი 21 იანვარს ბაქოში ჩაფრინდნენ, 25 იანვარს კი საქართველოში ჩამოვიდნენ.
-ვინაიდან ისინი ჩინეთიდან არიან, გადაწყდა, რომ მთელი ჯგუფი გადმოვიყვანოთ ინფექციურ საავადმყოფოში, რათა გაუკეთდეს დეტალური გამოკვლევა, – განუცხადეს “ინტერპრესნიუსს” ინფექციურ საავადმყოფოში.

-საეჭვო შემთხვევად ჩაითვალა და ამიტომ გადაწყდა მათი ბოქსირებულ გარემოში მოთავსება. მათ ჩაუტარდებათ გამოკვლევები, ავიღებთ მასალას სხვა გამომწვევებზე. გამორიცხვის მეთოდით  მოხდება დადგენა, კორონა ვირუსია თუ არა. ჩვენ კორონა ვირუსის კვლევების ჩატარების საშუალება არ გვაქვს, ეს მხოლოდ ჩინეთში და ამერიკაში კეთდება.

ასევე- დღეს დილით24 წლის ქართველი მამაკაცი ჩამოვიდა ჩინეთიდან მაღალი სიცხით, ისიც მოვათავსეთ სპეციალურ ბოქსში და მასაც ჩაუტარდება გამოკვლევები. გუშინ 9 თვის ჩინელი ბავშვი შემოიყვანეს ვირუსის სიმპტომებით. ჩაუტარდა კვლევები და მას B ტიპის ვირუსი დაუდგინდა, – ამბობს ინფექციური კლინიკის დირექტორი თემურ ცერცვაძე.