გრიპი ეგონათ და ლეიკემია აღმოჩნდა – გორში 28 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპი ეგონათ და ლეიკემია აღმოჩნდა - გორში 28 წლის ქალი გარდაიცვალა28 წლის ქალი თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც ის რამდენიმე დღის წინ გორიდან, სამხედრო ჰოსპიტალის რეკომენდაციით გადაიყვანეს.
ახლობლებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა 6 იანვარს, მისი შეუძლოდ გახდომის შემდეგ  გამოიძახეს, მანამდე კი როგორც გაირკვა, ახალგაზრდა ქალი სახლის პირობებში 5 დღის განმავლობაში მკურნალობდა. ახლობლების ეჭვები მისი გაციებით გამოწვეული შესაძლო ვირუსის შესახებ არ გამართლდა და პაციენტს საბოლოოდ მწვავე ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა.

-ეს პაციენტი სასწრაფომ შემოიყვანა 6 იანვარს, 2-ს აკლდა წუთები. ჩვენი ინფორმაციით, მანამდე 5 დღის განმავლობაში ბინის პირობებში მკურნალობდა თვითნებურად. იყო ცხელება, ხველა, სისუსტე და ჩვენთან უკვე საკმაოდ მკვეთრად გაუარესებული მდგომარეობით მოიყვანეს.

შემოსვლისას იყო გამოხატული მკვეთრი სუნთვის უკმარისობა, რის გამოც ის გადავიყვანეთ მართვით სუნქთვაზე. სისხლის საერთო ანალიზში გამოვლინდა პათოლოგიური ცვლილებები, რამაც გააჩინა ეჭვი მწვავე ლეიკემიის არსებობაზე.

რეკომენდაციის საფუძველზე რეფერალი განხორციელდა თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკაში. სამწუხაროდ, როგორც მოგვიანებით გავიგეთ, პაციენტი იქ გარდაიცვალა. როგოც აღმოჩნდა არ იცოდა თავისი დიაგოზის შესახებ. ამ ფაქტთან კავშირში არაა, მაგრამ ყველას ვურჩევთ, რომ, როდესაც ვირუსული ინფექციების დროს სიმპტომატიკა ორ დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმთან მისვლა, – განაცხადა გორის ჰოსპიტალის ექიმმა, ანა ბოქოლიშვილმა.

რადიო მოზაიკა